მარნეულელი აქტივისტის რაშან ზიადალიევის "მისია"
მარნეულელი აქტივისტი, რაშან ზიადალიევი, ტელეკომპანია „ფორმულას“ სატელევიზიო პეროექტში, „მისია“-ში მონაწილეობს. რაშანი უკვე შეირჩა იმ 12 ფინალისტს შორის, რომელებიც ერთმანეთს მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში შეეჯიბრებიან. როგორც აქტივისტი ამბობს, მისი შოუში მონაწილეობის მთავარი მიზანია ისაუბროს არამხოლოდ ქვემო ქართლში არსებულ პრობლემებზე, არამედ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რომელიც ორიენტირებული იქნება ქვეყნის განვითარებაზე.

“24 ახალგაზრდიდან, ამ კონკურსში, 12 მომავალი ლიდერი შეირჩა. ყოველ კვირას, პროგრამაში ჩართული ახალგაზრდები საქრთველოში არსებული სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტის გზებს ჟიურის წარუდგენენ. ყოველ კვირას, მონაწილე, რომელიც მიიღებს მაყურებლებისგან ყველაზე მეტ ხმას, იქნება კვირის გამარჯვებული. 1 მაისს გამოვლინდება კვირის გამარჯვებული. ორი ადამიანი კი, ვინც ყველაზე ნაკლებ ხმას მიიღებს იქნებიან აუტსაიდერებში და ჟიური აირჩევს რომელს დატოვებს გადაცემაში. ჩემი მთავარი მიზანია ამ პროექტში გამარჯვება, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია 12 ახალგაზრდასთან ერთად, მოქალაქეების წინაშე ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, რომელიც აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ვიფიქრებთ როგორ შეგვიძლია მოვაგვაროთ აღნიშნული პრობლემები. თუ გინდათ მხარი დამიჭიროთ, დარეკეთ ნომერზე 0800 001 013. ერთი ნომრიდან ხმის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, ერთ კვირაში.“ - ამბობს რაშან ზიადალიევი


„მისია“არის საერთაშორისო რესპუნლიკური ინსტიტუტის და ფორმულას ერთობლივი პროექტი.

პროექტი ახალგაზრდებს საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვაში დაეხმარება.

რაშან ზიადალიევი მუშაობს სამართლიანი არჩევნებში (İSFED) სოციალური მედიის მონიტორად, საქართველოს რეფორმების ასოციაციაში, (GRASS) რეგიონალურ ანალიტიკოსად, მრავალეროვან საქართველოში (PMMG) ეთნიკური უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური უფლებების მონიტორად ქვემო ქართლის რეგიონში. რაშანი ასევე გახლავთ სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმიც ცენტრის (CEAC) ხელმძღვანელი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები