სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას გახდნენ ცვლილებების ინიციატორები. CSRDG იწყებს მიღებას სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამაზე. პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 3 მაისს, 14:00 საათზე მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. (რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ აქ) როგორც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კომუნიკაციების მენეჯერი, მარიამ ჯაფარიძე ამბობს, შეხვედრაზე ისაუბრებენ სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების სამომავლო საქმიანობის მხრივ სოციალური მეწარმეობის პერსპექტივებზე. დამსწრეებს თავიანთ გამოცდილებას მწვეული სოციალური მეწარმეები გაუზიარებენ.

“ჩვენი პროგრამა მოიცავს ორ ეტაპს. ეს არის საზაფხულო სკოლა, რომელსაც შერჩეული ახალგაზრდები გაივლიან. შემდგომ კი გამოცხადდება პროექტების კონკურსი და ისინი წარმოადგენენ პროექტებს თუ როგორ ხედავენ თავიანთ რეგიონებში სოციალური მეწარმეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გზებს და შემდგომ, შევარჩევთ ხუთეულს. მათ ფინანსურ მხარდაჭერას გავუწევთ და დავეხმარებით პროექტების განხორციელებაში. მე მოვუწოდებდი აგილობრივ ახალგაზრდებს, რომ შემოგვიერთდნენ 3 მაისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და დაესწრონ შეხვედრას. ეს მხოლოდ პროგრამის შესხებ ინფორმაცია არ იქნება. ჩვენ ვეცდებით მივაწოდოთ ინფორაცია თუ რას ნიშნავს სოციალური მეწარმეობა. თუ აწუხებთ მათ გარემოსდაცვითი თუ საზოგადოებრივი პრობლემები და სურთ მათ მოგვარებაში წვლილი შეიტანონ, სოციალური მეწარმეობა დაინახონ ამ პრობლემების მოგვრების ერთ-ერთ გზად " - ამბობს მარიამ ჯაფარიძე

სოციალური მეწარმოების ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზანია:

  • ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის გაცნობა
  • ახალგაზრდების ჩართულობა მათ გარშემო არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი
  • გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებით
  • ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენა და მათი წახალისება ფინანსური მხარდაჭერით (750 EUR) თავიანთ რეგიონებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის მიზნით
  • ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარება გრანტების მართვის, დონორებთან ურთიერთობისა და სხვა პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებით

პროგრამაში მონაწილეობის ხარჯები სრულად დაფინანსებულია ევროკავშირისა და პური
მსოფლიოსთვის მხარდაჭერით.

განაცხადები მიიღება 15 მაისამდეა შესაძლებელი. დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია