ერთი თვის წინ წყალდიდობით დაზიანებულ საფეხმავლო ხიდს ქუთლიარელები და ქვემო ყულარელები კვლავ ვერ იყენებენ
უკვე ერთი თვეა რაც მარნეულის სოფელ ქუთლიარისა და ქვემო ყულარის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი დაზიანდა. 4 აპრილს, ძლიერი წყალდიდობის შედეგად ხიდის ნაწილი მდინარე ხრამმა წაიღო.

ხიდის მეშვეობით, რომელიც წყალდიდობამ დააზიანა, ქუთლიარისა და ქვემო ყულარის მოსახლეობა ერთმანეთს მოკლე დროში უკავშირებოდა, რადგან სოფლები მდინარის პირას მდებარეობს. ერთი თვეა, რაც ორი სოფლის მოსახლეობას ერთმანეთთან დაკავშირება შემოვლითი გზებით უწევთ. ერთი შემოვლითი გზა სოფელ შულავერზე გადის, ხოლო მეროე დიდ მუღანლოზე.

ქუთლიარიდან ქვემო ყულარამდე, შულავრის გავლით, წასასვლელად მანქანით 30 წუთია საჭირო, ხოლო დიდი მუღანლოს გავლით 24 წუთი. აღსანიშნავია, რომ დაზიანებული საფეხმავლო ხიდით ქუთლიარის, ქვემო ყულარის, ზემო ყულარის, კირიხლოს და მათ მიმდებარედ არსებული სოფლების მოსახლეობაც სარგებლობდა.

რადიო „მარნეულს“ დღეს, 3 მაისს, მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ ვინაიდან ხიდი სტიქიური მოვლენის შედეგად დაზიანდა მისი შეკეთების თანხები ბიუჯეტში გაწერილი ვერ იქნებოდა. ამ ეტაპზე მერიაში საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში აცხადებენ, მოკვლევის შემდეგ, საჭიროებიდან და მერიის ფინანსებიდან გამომდინარე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება.

რადიო „მარნეული“


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები