30 წელი საბჭოეთის დასასრულიდან - კონკურსი მოსწავლეებისათვის
მოსწავლეებისათვის ისტორიის კონკურსი, სახელწოდებით 30 წელი საბჭოეთის დასასრულიდან იწყება. ისტორიის კონკურსი უკვე მესამედ დაიწყო გერმანული კიორბერის ფონდისა (Körber-Stiftung) და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის - DVV International-ის ეგიდითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას DVV International-ის პროექტის კოოდინატორი, მარიკა კერესელიძე განმარტავს, წლევანდელი კონკურსი ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის ჩატარდება.

„აუცილებელი პირობაა, რომ მოსწავლეებს ჰყავდეთ ხელმძღვანელი თავიანთი ისტორიის მასწავლებლის სახით. ამიტომ, სამიზნე აუდიტორია ერთდროულად არიან სკოლის მოსწავლეებიც და ისტორიის მასწავლებლებიც. წინასწარ ჩვენ არაერთ ისტორიის მასწავლებელს დავუკავშირდით, რომლებიც დაინტერესდნენ ამ პროექტით და მათთვის ჩავატარეთ ონლაინტრენინგები, რომ მიმართულება მიგვეცა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ერთ ინდივიდუალურ მოსწავლეს და ასევე, პატარა ჯგუფებსაც მოსწავლეების. წლევანდელი კონკურსი ჩვენ ორ ასაკობრივ ჯგუფზე გავთვალეთ. საბაზო (12-15 წ.) და საშუალო საფეხურის (15-18წ.) მოსწავლეებისათვის. საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის ქვეთემად შეირჩა ,,ადამიანების და თემის მეხსიერება გვიან საბჭოეთსა და გარდამავალი პერიოდის საქართველოზე“, ხოლო საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ნაშრომები უნდა მიეძღვნას ქვეთემას: „სკოლა და ცხოვრება“ გვიან საბჭოეთსა და გარდამავალი პერიოდის საქართველოში“

მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ნამუშევრები სახვადასხვა ფორმატით წარადგინონ. მათ შორის, ესეების, რეფერატის, ისტორიული მოთხრობის, ფოტოკოლექციის, პოსტერის ან ანიმაციის სახით.

მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს, შეუძლიათ შეავსონ კითხვარი და გააგზავნონ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

კითხვარის ჩამოტვირთვა ასევე შესაძლებელია კონკურსის ფეისბუკ გვერდიდან https://www.facebook.com/HCgeorgia3.0

ნაშრომების მიღების ბოლო ვადა 31 მაისია. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები