„ჩვენი სოფელი ძალიან ჩამორჩენილია“ - მეორე ქესალო სარწყავი წყლის გარეშე
გაზაფხულის დადგომასთან ერთად მოსახლეობა სოფლის მეურნეობაში უფრო აქტიურად ერთვება. იმისათვის, რომ სეზონის ბოლოს გლეხმა შემოსავალი მიიღოს კარგი მოსავალია საჭირო, მას კი მოვლა სჭირდება. მოსავალის მისაღებად საჭიროა დროული მორწყვს, სარწყავი წყალი კი მარნეულის თითქმის ყველა სოფლისათვის პრობლემური საკითხია. როგორც ყოველ წელს, წელსაც შეგვიძლია ვიხილოთ მარნეულის სოფლებში სარწყავი წყლის პრობლემა.

ხიდირ ალიევი სოფელ მეორე ქესალოს ყველაზე ასაკოვანი მაცხოვრებელია. ალიევის თქმით, გაზაფხულის დადგომასთან ერთად მოსავლისა და ხეხილის სათლით მორწყვა უწევს. უკვე წლებია, რაც ის მოსავალს ასე რწყავს.

„ჩვენს სოფელს არც სარწყავი წყალი არც სასმელი წყალი არ აქვს. მტკვარის პირა სოფლების უმეტესობას წყალს რუსთავიდან აწვდიან. ილმაზლოში, კაპანახჩიში და ქეშალოში წყალი არის, ჩვენს სოფელში კი არა. ჩვენი ფულით გავათხრევინეთ არტეზინი. ეს კი არ გვყოფნის. ყოველდღე ფუჭდება, რემონტს აკეთებენ. ხალხი კი ფულს ვერ უხდის. ასე რომ წყლის გარეშე ვრჩებით. არავინ არ ხნავს მიწას, იმიტომ, რომ წყალი არაა. ისპანახი მაქვს მოყვანილი და ვედროთი ვრწყავ. სასმელი წყალიც ასეა. კარგი იქნებოდა თუ ჩვენთვის არტეზიანის ჭას გააკეთებენ. ასე სასმელი წყალი სულ გვექნება, ასევე მეურნეობასაც ექნება სარწყავი წყალი. სასმელ წყალთან დაკავშირებით რუსთავში ვიყავი წასული. მერიაშიც გავაგზავნე ოფიციალური წერილი. მე მირეკავენ, რომ შენ განცხადება გაქვსო დაწერილი? ვეუბნები დიახ. მერე არც დამირეკეს არც დაინტერესდნენ საკითხით. კვირაში ერთხელ დიდი წყალსაცავი ივსება და ამით გვაძლევენ წყალს. ახლა ერთი კვირა არ იქნება. იმიტომ, რომ დიდი წყალსაცავი უნდა გაივსოს. ისიც ჩვენი ფულით გავაკეთეთ. სახელმწიფოს ფული არაა. ჩვენი სოფელი ძალიან ჩამორჩენილია“.




მეორე ქესალოს კიდევ ერთი მკვიდრი მეზაჰირ ლაფიტოვი აცხადებს, რომ სარწყავი წლის არარსებობის გამო დამატებითი ფულის გადახდა უწევს.

„მე რატომ უნდა გადავიხადო სარწყავ წყალზე 180 ლარი?! რა შემოსავალი მაქვს მე რომ 180 ლარი გადავიხადო?! 70-80 ლარი იყოს, მზად ვართ გადავიხადოთ. თუ მერია არ ინტერესდება იძულებული ვარ 5-6 დღეში თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, წავიდე. თუ უნდათ ციხეში ჩამსვან. მერიასაც მივმართე. აქ არის ჭა, სოფელ ლეჟბადინშია. მიზეზი რა არის რომ მე იქიდან წყალს არ მაძლევენ, მე რატომ ვერ ვრწყავ მოსავალს?! ახლა სახნავ-სათესი უნდა გავაკეთო, მაგრამ ვერ ვაკეთებ“. - აცხადებს მეზაჰირ ლაფიტოვი




ისკენდერ ალიევი ამბობს, რომ მისი სახლის ეზოში დარგული ხეები უწყლობის გამო გაფუჭდა. მოსავალს კი ვერ მოიყვანს და იძულებულია ხილ ბოსტნეული ბაზრიდან იყიდოს.

„წყლის პრობლემა გვაქვს. ხეობიდან წყალი მოდის. საბჭოთა დროიდანაა გათხრილი. ისიც ვერ უზრუნველყოფს. ვერც მიწას ვრწყავთ, არც სასმელი წყალი გვაქვს. ხეები ფუჭდება, მწვანილს ბაზრიდან ვყიდულობთ. ადრე მდინარე ალგეთი გადიდოა. ჩვენ მაგ დროს ვიწვალეთ და ტუმბო, მილები ვიყიდეთ. ისიც სადღაც გაიჭედა“.




მაზაჰირ მანსუროვიც მოერე ქესალოში ცხოვრობს. როგორც სხვა მაცხოვრებლები მასაც სარწყავი წყლის არ არსებობა აწუხებს. მანსუროვი აცხადებს, რომ სოფლის რწმუნებული მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესებული არაა.

„სოფლის გამგებელი ვინაა?! ჩვენ მაგას არ ვიცნობთ. არც ინტერესდება არხები როგორაა. ერთხელ მაინც არ მოსულა და არ უთქვამს რომ რა გაწუხებთ, რა დარდი გაქვთ. არ გვეუბნება რომ მოდით ერთად წავიდეთ ვნახოთ სარწყავი წყლის პრობლემა რატომ არსებობსო. ხმის მიცემა როცა საჭიროა კარდაკარ დადის, ხმას გვითხოვს“.

მარნეულის მუნიციპალური შპს სოფწყალის თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი რადიო "მარნეულთან" საუბრისას აცხადებს, რომ სოფელ მეორე ქესალშო სარწყავ წყალთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს. განმარტავს, რომ სოფლის 40-მდე მოსახელეს გასული წლიდან მოყოლებულჯ გადაუხდელი ვალი აქვს და აღნიშნულ აბონენტებს წყალი არ მიაწოდება. სხვა აბონენტები კი სარწყავი წყლით სარგებლობის უფლებას ხელშეკრულების საფუძველზე იღებენ.

"სოფელ მეორე ქესალოში, მტკვარის პირას ჩვენ ერთი ტუმბო გვაქვს. სარწყავი წყლისთვისაა გათვალისწინებული. ჩვენი ტუმბო დგას, იქიდან წყალს ვაძლევთ და არანაირი პრობლემა არაა. პირველ რიგში ჩვენ ხელშეკრულებას ვაფორმებთ. ხელშეკრულების საფუძველზე კი 1 ჰექტარზე 140 ლარია გადასახადი. ასეთია გადასახადი, არიან ვინც არ იხდიან, შარშანდელიდან მოსავალი გამიფუჭდა, ის გამიფუჭდა ეს გამიფუჭდაო ამბობენ. ვუთხარით, არაუშავს, ახალ სეზონამდე გადაიხდიან. ალბათ მაგიტომ არ მოდის წყალი, წინასწარი ვალები აქვთ. ვისი საბუთებიც ნორმაშია მოვიდეს და წამოიღოს. ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ, წყალსაც მივაწვდით. არანირი პრობლემა არაა. ქესალოში არტეზინის ჭა არის. როგორც ვიცი მერიის ბალანსზეა. 8-9 არტეზიანის ჭა უნდა იყოს. დაახლოებით 2012-2013 წლებშია ის ჭები გათხრილი".

აბდულაევის თქმით მეორე ქესალოს მაცხოვრებლებიდან ისინი იქნებიან სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი, ვისაც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. 

რადიო „მარნეული“

Print