მერიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის ტენდერი ისევ ჩაიშალა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის სამუშაოების ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. ადგილობრივი თვითმმართველობის ეზოს კეთილმოწყობის პირველი მცდელობა მუნიციპალიტეტს 2022 წლის 18 მარტს, მეორე მცდელობა კი 18 აპრილს ჰქონდა. ორივე შემთხვევაში ტენდერის ჩაიშალა, მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ მიიღო. სამუშაოებისთვის გამოყოფილი 720 202 ლარის ღირებულების ტენდერის გამოცადება, მერიას, სავარაუდოდ, ხელთავიდან მოუწევს.

მერიის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია მოსასვენებელი გამწვანებული სივრცეების შექმნა, სკამების დადგმა, სანაგვე ურნების განთავსება და გარე განათების დეკორატიული ლამპიონების დადგმა.
მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საპარკინგე სივრცე მოეწყობა. მერიის მარცხნივ განთავსებული საპარკინგე ზონა მერიის სტუმრებისათვის, უკანა მხარეს განთავსებული საპარკინგე ზონა კი თანამშრომლებისათვის იქნება განკუთვნილი.

„ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი მოიცავს: არსებული ბორდიურების, ქვაფენილის, ასფალტის საფარის, კიბის დემონტაჟს და ახალი ბილიკების მოწყობას ბაზალტისა და გრანიტის ბილიკებითა და ბორდიურებით, ახალი ასფალტის საფარის მოწყობას, ტერიტორიაზე მოხდება გამწვანებული ტერიტორიების განახლება – მრავალწლიანი ხე-ნარგავების დარგვითა და დამულჩირებით, მცენარეებზე გათვალისწინებულია დეკორატიული მინატების მოწყობა“. – აღნიშნულია საპროექტო წინადადებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებას 100%-ით მარნეულის მერია ფარავს. 


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები