ნაციონალური მოძრაობის წევრმა საკრებულოს ფრაქცია დატოვა - პარტიაში რჩება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მეჰდი ასკეროვმა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძე, სხდომის დაწყებამდე თქვა და აღნიშნა, რომ ასკეროვმა აღნიშნულის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს, განცხადებით მიმართა.

“განცხადება შემოსული საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე. გაცნობებთ, რომ ვტოვებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობას. განმცხადებელი გახლავთ მეხტი ასკეროვი „ - თქვა ამირან გიორგაძემ

ფრაქციის დატოვების მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებს მეჰდი ასკეროვი. ამბობს, რომ პარტიაში კვლავ რჩება და საკრებულოს მანდატსაც ინარჩუნებს. დეტალების გასარკვევად ჩვენ მარნეულის საკრებულოს ფრქაცია ერთიაანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესთან, ლაშა ქველაძესთან დავრეკეთ. ქველაძის თქმით, ფარაქციის დატოვების შესახებ მეჰდი აკეროვს მისთვის არ უცნობებია.

„ჩემთვის არ უქთვამს, კომენტარს არ აკეთს და არ ვიცი. თუ ფრაქცია დატოვა უკვე, პარტიაში არაფერი ესაქმება" - ამბობს ლაშა ქველაძე

13 მაისს საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს. ექვსივეზე დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.


Print