მარნეულის მერია ერთი თვის განმავლობაში ხუთი სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებაში 17 301 ლარს დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხუთი ავარიული სკოლის მოსწავლეების სხვა სკოლებში ტრანსპორტირებისათვის შპს „ექსპრეს-ტურისთან“ გამარტივებული შესყიდვა განახორციელა. ხუთი სკოლის ტრანსპორტით მომსახურებისათვის მარნეულის მერს კენან ომაროვს მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ალი გახრამანოვმა მიმართა.

„ქ.მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლის შენობა იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში და მოსწავლეთა სიცოცხლისთვის არის საფრთხის შემცვლელი. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭირო გახდა ალტერნატიული ფართების მოძიება, შესაბამისად ხუთივე სკოლისათვის მოძიებულ იქნა ალტერნატიული ფართები.
გამომდინარე აქედან გვესაჭირობა საჯარო სკოლებისათვის ტრანსპორტირების პროგრამაში ჩართვა“.
- აღნიშნულია რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილში

მოსწავლეების ტრანსპორტირება შემდეგ სკოლებში იგეგმება:

სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლა;
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N2 საჯარო სკოლა;
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის საჯარო სკოლა;
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლა;
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ბეგლიარის საჯარო სკოლა;

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასა და შპს „ექსპრეს-ტურისტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ მოსწავლეების ტრანსპორტირება 2022 წლის 16 მაისიდან 15 ივნისამდე პერიოდში უნდა განახორციელოს. მარენეულის მერია „ექსპრეს-ტურისტს“ ერთი თვის განმავლობაში მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურების გასაწევად 17 301 ლარს და 65 თეთრს გადაუხდის.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები