აქვთ შიში, ერთ-ერთმა მშობელმა საერთოდ უარი თქვა ბავშვის აცრაზე - სოფლის ამბულატორიის ექიმი
19 მაისს სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში, სოფლის ამბულატორიის ექიმმა ლია ზაქაიძემ, მშობლებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა . ექიმის განმარტებით, შეხვედრაზე ისაუბრეს პატარებსა და მოზარდებში აცრების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ნული თვიდან 14 წლის ასაკამდე ბავშვებს უტარდებათ აცრების კომპლექტი, რომელზეც ზოგიერთმა მშობელმა უარი თქვა, რადგან ჰგონიათ, რომ ბავშვებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკეთდებათ.

,, შევხვდით სოფელ საიმერლოსა და ბეგლიარის პედაგოგებს, ასევე მშობლებს. ვეწევით აგიტაციას, სოფლებში დავდივარ კარდაკარის პრინციპით, რომ ავუხსნა მოსახლეობას, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის აცრების გაკეთება, ვაძლევთ ინფორმაციას, რომ ეს არ არის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა. მშობლებს აქვთ შიში, ერთ- ერთმა მშობელმა საერთოდ უარი თქვა ბავშვისთვის აცრების გაკეთებაზე და ოფიციალურად მოაწერა ხელი, რომ უარს აცხადებს. ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ არის. ჩვენ რაზეც ვართ პასუხისმგებლები, არის 14 წლამდე აცრები ბავშვებში. გუშინდელ შეხვედრაზე, მშობლების თანხმობით გავუკეთეთ აცრა ექვს ბავშვს. - თქვა ლია ზაქაიძემ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტივაქსერულმა კამპანიამ, ექიმის თქმით უარყოფითი გავლენა მოახდინა მოზარდების მშობლებზე. თვლის რომ სკოლებში და საბავშვო ბაღებში საინფორმაციო კამპანიების ჩატარება მნიშვნელოვანია.

აცრების კალენდარის მიხედვით, ბავშვებს აცრას შემდეგი მიმდევრობით უკეთებენ:

-წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო აცრა 12 თვისა და 5 წლის ასაკში უკეთდებათ.
-პლევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო აცრა, ორი თვის შემდეგ და ერთი წლის ასაკში უკეთდებათ.
-როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო აცრა, ორი და სამი თვის ბავშვებს.
-დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსის ვაქცინა 18 თვის ვადაზეა გათვლილი.
-პოლიემიელიტის ორალურ ვაქცინას ბავშვი 18 თვის ვადაზე იღებს, განმეორებით კი 5 წლის ასაკში.
- დიფტერია-ტეტანუსის ვაქცინა 5 წლის ბავშვებს უკეთდებათ.
-ტეტანუსი-დიფტერია კი 14 წლია ასაკში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია