ქართული ენის შესწავლა და წყალი - ხულდარაში იმიტირებულ სოფლის კრებაზე განხილული პრობლემები

18 მაისს, ხულდარას სათემო ცენტრში, იმიტირებულ სოფლის კრება ჩატარდა სადაც მონაწილეობა სოფელ ხულდარას და მოლაოღლის მაცხოვრებლებმა მიიღეს.


„სოფლის კრება“ ორგანიზაცია “People in Need”-ის ფინანსური მხარდაჭერით, „ქალთა სათემო ცენტრის“ ინიციატივით, ხულდარასა და მოლაოღლიში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების გაცნობის მიზნით ჩატარდა. როგორც ქალთა სათემო ცენტრის თავმჯდომარე, ხანიფა აფენდიევა ამბობს, პროექტის ფარგლაბში ქალებს ქართული ენის და კომპიუტერის კურსები ჩაუტარეს, შეხვედრები გამართეს და ძირითადი საჭიროებები გამოიკვლიეს.

„ძირითადი მიზანი ქალების განათლების და ქართული ენის შესწავლის გაძლიერებაა. ამასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობდა და გაკვეთილები ჩატარდა, კომპიუტერის კურსები გავაკეთეთ. შემდეგ კი სოფელში გამოკითხვა ჩავატარეთ. გამოკითხვაში ახალგაზრდები და ქალები დაგვეხმარნენ. ძირითადი მიზანი სოფელში მცხოვრები ქალების პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება იყო. გაირკვა, რომ სოფლად მცხოვრებ ქალებს რამდენიმე პრობლემა აწუხებთ. ძირითადი პრობლემად სასმელი წყალი, სარწყავი წყალი და ბაღების ნაკლებობა გამოიკვეთა. ამის შემდეგ ჩვემ მერიასთან ვიმუშავებთ. ვიმედოვნებთ, რომ ამ პრობლემებს გაითვალისწინებენ მომავალ ბიუჯეტში და მოგვარების გზებს ერთად ვიპოვით“- ხანიფა აფენდიევა აცხადებს.

“People İn Need”-ის პროექტის მენეჯერი, ნანა ფერაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მეტი ქალი და ადგილობრივი ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„მათ გასწიეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო, სოფლის პრიორიტეტები შეისწავლეს. ახლა ისინი აპირენ კი არ დაასრულონ , არამედ წავიდნენ მერიაში და შეიტანონ განაცხადი და უთხრან, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი. როგორ მოაგვარონ ეს პრობლემები. კარგია ის, რომ ისინი თავად არიან ჩართულები დაგეგმვაში და გეგმავენ მომავალი წლის ბიუჯეტში აისახოს მათი პრობლემები."

შეხვედრის მონაწილე, სოფელი მოლაოღლუს საჯარო სკოლის მათემატიკის და ინფორმატიკის მასწავლებლის, გულლუ ნასიბოვას თქმით, შეხვედრაზე განხილული თემების მას ძალიან მოეწონა. ამბობს, რომ ქართული ენის შესწავლაში შექმნილი სირთულეები მოსახლეობას ძალიან აწუხებს.

„დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. დღემდე მოგვარებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. ზოგი პრობლემები მოგვარებულია, ზოგი არა. მე ძალიან მინდა , რომ აღნიშნული პრობლემები მოგვარდეს. ყევლაზე ძირითადი პრობლემა ქართული ენის შესწავლაა. მეტი მუშაობაა საჭირო რომ ბავშვებმა ქართული ენა კარგად ისწავლონ და განათლების მიღება გააგრძელონ ქართულ ენაზე, სირთულეები არ შეხვდეთ“

კიდევ ერთი მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მოერე კურსის სტუდენტი, ველი დამირჩალოვი აცხადებს, რომ კმაყოფილია განხილული თემებით. ფიქრობს, რომ პრობლემების დროულად მოსაგვარებლად სწორი კვლევევბის ჩატარებაა მნიშვნელოვანი.

„ნორმალურია, რომ ერთი პრობლემის მოსაგვარებლად, გასაცნობად ვისაც ეს პრობლემა აწუხებს იმათ უნდა შეხვდე. ვიცი, რომ ეს პრობლემა მათ ძალიან აწუხებს. პრობლემის მოსაგვარებლად მათ უნდა დავეხმაროთ. რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ პირვლე ეტაპზე ასეთ ფორმატში უნდა ჩავატაროთ შეხვედრა. პირველ რიგში პრობლემის განმარტება და ძირითადი პრობლემა რაც არის იმის გამოკვლევაა საჭირო. მერე კი საჭიროა ამ პრობლმის მოსაგვარებლად ნაბიჯების დადგმა. ზუსტად შემიძლია ვთქა რომ ჩვენ დღეს პრიველი ეტაპი გავიარეთ“

აღსანიშნავია, რომ სოფელ ხულდარაში და მოლაოღლიში წლებია რაც აღნიშნული პროექტი ხორციელდება და ადგილობრივების პრობლემები იხილება.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google