მარნეულში კანალიზაციისგან დატბორილი ქუჩა დღეს გაიწმინდება - მერია
ქალაქ მარნეულში, რუსთაველის N25-ში, კანალიზაცამ გაჟონა და მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. როგორც მოსახლეობა ამბობს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ერთი და იმავე ადგილი იტბორება. ადგილობრივები არსებული მდგომარეობით თვეებია შეწუხებულები არიან. დახმარების თხოვნით მერიას მათ არაერთხელ მიმართეს.



„ჩვენ მერიას მივმართეთ რა,დენჯერმე, მოვალთო გვითხრეს და ვლოდებით, წესით დღეს უნდა მოვიდნენ. ორი თვეა ასეთი სიტუაციაა. ერთხელ მვიდნენ და გაწმინდეს, ახლა კი იგივე სიტუაციაა. სავარაუდოდ, ცენტრალურ მილებს აქვთ პრობლემა.“
- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი

როგორც რადიო "მარნეულს" ადგილობრივი თითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში უთხრეს, რუსთაველის N25-ში დატბორილ ადგილს სამუშაო ჯგუფი დღეს გაწმენდს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი შეისწავლის ადგილის დატბორვის მიზეზებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია