მარნეულის შედრევანზე 26 მაისის მისალოცი ბანერის განთავსებისთვის მერიამ 1 899 ლარი და 99 თეთრი დახარჯა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 26 მაისის აღსანიშნავად მარნეულის ცენტრალურ მოედანზე, შადრევანზე, ბანერის განთავსებისათვის გამარტივებული შესყიდვა შპს „ოპტიმალ სერვისთან“ გააფორმა.

შადრევანზე ბანერის განთავსების მოთხოვნით მარნეულის მერ კენან ომაროვს მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმ ადავით აროშიძემ მიმართა.

„მოგეხსენებათ, რომ ყოველი წლის 26 მაისს, საქართველოში აღინიშნება ეროვნული დღესასწაული- სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე.
მიზანშეწონილად მიმაჩნია, მოედანზე, შადრევანის მიმდებარედ განთავსდეს დამოუკიდებლობის დღის მისალოცი ბანერი (ზომა 26*3) დიზაინით, მონტაჟითა და დემონტაჟით“.
- აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა შპს „ოპტიმალ სერვისს“ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მარნეულის ცენტრალურ მოედანზე ბანერის განთავსებაში 1 899 ლარს და 99 თეთრს გადაუხდის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები