26 მაისს სპორტული ღონისძიებისათვის მარნეულის მერიამ თასები, მედლები და ცხვარი შეისყიდა
26 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. დამოუკიდებლობის დღეს მარნეულში მუსიკალურ და თეატრალურ წარმოდგენებთან და გამოფენებთან ერთად სპორტული შეჯიბრებებიც გაიმართება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მეურმიშვილისმიერ მარნეულის მერის კენან ომაროვისათვის წარდგენილ მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ შეჯიბრებები ჩატარდება ქართულ ჭიდაობაში, მშვილდოსნობასა და მკლავჭიდში.

„მოგახსენებთ, რომ ამაწლის 26 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტში ტარდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რიგით ღონისძიებები. აღსანიშავია რომ კულტურულ ღონისძიებებთან ერთად ტარდება სპორტული ღონისძიებები კერძოდ: ქართული ჭიდაობა, მშვილდოსნობა და მკლავჭიდი, ღონისძიების სრულფასოვნად ჩასატარებლად საჭიროა: 1) ცხვარი (ჭედილა). 2) მედალი 60 ცალი . 3) სიგელეი 65 ცალი. 4) თასი 14 ცალი (სხვადასხვა ზომის). 5) მუსიკოსები (3 მუსიკოსი, ქართული ტრადიციული საჭიდაოს დასაკრავად)“. - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვების მოხსენებით ბარათში

მარნეულის მერიამ ამ ეტაპზე ორი გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. ერთი გამარტივებული შესყიდვის მიხედვით მერიამ ინდივიდუალურ მეწარმე აკრემ გახრამანოვისაგან 60 მედალს, 65 სიგელს და 14 თასს შეისყიდა, რაშიც 927 ლარი და 50 თეთრი გადაიხადა. მერიამ გამარტივებული შესყიდვა გააფორმა მიხეილ ლაღიძესთან, ვისგანაც ერთი ჭედელა ცხვარი 650 ლარად შეისყიდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები