მარნეულის მერი და აზერბაიჯანის ელჩი - საზოგადოებრივ კოლეჯში ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
25 მაისს, მარნეულის საზოგადოებრივ კოლეჯში საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის  დღე აღნიშნეს. ღონისძიება საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის და მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის ორგანიზებით ჩატარდა.  სტუდენტებმა ისაუბრეს დამოუკიდებლობასა და თავისუფლების მნიშვნელობაზე. შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომრები. ღონისძიებას ესწრებოდა აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და სხვა მოწვეული სტუმრები. დამოუკიდებლობის დღე მიულოცა დამსწრეებს მარნეულის მერმა, კენან ომაროვმა.


„გილოცავთ საქართველოს  და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს. ვისურვებ უფრო და უფრო მეტ განვითარებას და სიმშვიდეს. მადლობა მინდა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორებს“

როგორც მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის ხელმძღვანელი, მაჰირ ბაირამოვი ამბობს, სამაგალითოა საქართველოსა და მეზობელი ქვეყნის, აზერბაიჯანის მეგობრობა.

„დღეს ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ხვალ 26 მაისს საქართველოს, 28 მაისს კი აზერბაჯანის დამოუკიდებლობის დღეა. ჩვენ რამდენიმე დღით ადრე აღვნიშნავთ ამას რომ მერე ღონისძიებებში მივიღოთ მონაწილეობა.  საუკუნეების განმავლობაში საქართველო და აზერბაიჯანი მოძმე ქვეყნები იყვნენ და ასე გაგრძელდება. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას“


ღონისძიების დამსწრე აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში,  ფაიგ გულიევი ხაზს უსვამ საქართველო-აზერბაიჯანის  მეგობრობას და იმედოვნებს, რომ ორქვეყანას შორის კავშირები უფრო გაძლიერდება.

„საქართველოს და აზერბაიჯანს მეგობრობა აკავშირებს. ასევე ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ. 1996 წელს ალიევის ოფიციალური ვიზიტის დროს დამყარდა ეს ურთიერთობები. მაგის შემდეგ საქარველოს და აზერბაიჯანის ერთიანობა ასე გრძელდება. ორ ქვეყანას დიდ პროექტები აკავშირებს. მაშინ დიდ ქვეყნები ამის ხელის შეცვლას ცდილობდნენ. მაგრამ პრეზიდენტმა ალიევმა და შევარდნაძემ ამას მაინც მიაღწიეს. ჩვენს ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობებია, მეგობრობა ასევე პოლიტიკურ-ეკონომიკურ სფეროებში განვითარებაა. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ორი ქვეყანა სულ განვითარების გზაზეა. დარწმუნებული ვართ რომ ჩვენი დამოუკიდებლობა მუდმივია. ჩვენ მებრძოლები ვართ.  სულ ასე შეიკრიბებიან და მათ ვერავინ დაიპყრობს. კიდევ ერთხელ, ორივე ქვეყნის ხალხს ვულოცავ ამ დღეს. მშვიდობა იყოს. გაუმარჯოს საქართველო-აზერბაიჯანს. მადლობელი ვარ ასევე ორგანიზატორებს, რომ ეს დღე ჩაატარეს“

ღონისძიებაზე სიმბოლურად იქნა წარმოდგენილი დამოუკიდებლობის აქტები, რომლებზედაც მისულმა სტუმრებმა სიმბოლურად მოაწერეს ხელი და დაადასტურეს ორი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენა.


„სიმბოლურია, რომ ორი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს აღვნიშნავთ მარნეულში. ასევე სიმბოლურია ისიც, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადება განხორციელდა 1918 წელს თბილისში. სწორედ დამოუკიდებლობის აქტის გამომცხადებლებმა თბილისში ამიერკავკასიის სახელმწიფოს კომფედერაციის დაშლის შემდგომ საქართველომ 26 მაისს, საქართველომ 28 მაისს გამოაცხადა დამოუკიდებლობა“ - თქვა მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილემ, ზვიად არძენაძემ.

26 მაისს, მარნეულში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა გაიმართება. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ სკვერში "კიდევაც დაიზრდებიან"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები 14:00 საათზე დაწყება.



·    მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები

·    ისტორიული გამოფენები;

·    ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეები

·    სპორტული აქტივობები;

·    კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები;

·    17 საათისა და 10 წუთის საზეიმო აღნიშვნა;

საღამოს დასკვნითი კონცერტი:

ანსამბლი ალილო და ჯგუფი რეზო და ბავშვები

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. უმნიშვნელოვანესი დღესასწაული 1918 წლიდან იღებს სათავეს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია