მარნეულში ავარიის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა

დღეს, 26 მაისს, დილის საათებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

დაიღუპა ორი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მიძრავი ოპელის მარკის მანქანა აღმამედლოში მცხოვრებ 12 წლის ბავშვს შეეჯახა. ადგლზევე გარდაიცვალა მოზარდი და 26 წლის მძღოლი.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 12 წლის ბავშვს პირუტყვი გადაჰყავდა გზაზე. მათი თქმით, ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა გვიან მივიდნენ. დახმარების ეკიპაჟს მოზარდი გარდაცვლილი დახვდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რადიო „მარნეული“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია