მარნეულში 20 მეტრიანი დროშა აღმართეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 26 მაისის აღსანიშნავად ქალაქის შესასვლელში 20 მეტრიანი დროშა აღმართა. დროშის აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება მარნეულის მუინიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 28 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღო.
მარნეულის მერიამ დროშა გამარტივებული წესით იყიდა.
20 მეტრის სიმაღლის დროშა ქალაქ მარნეულის შესასვლელში, აბრის „საქართველო უპირველეს ყოვლისა" მიმდებარედ, დაიდგა. მუნიციპალიტეტმა დროშის აღმართვისათვის 13 585 ლარი დახარჯა.
გარდა დროშის აღმართვისა, მანეულში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობები იმართება. ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება.
• მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები
• ისტორიული გამოფენები;
• ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეები
• სპორტული აქტივობები;
• კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები;
• 17 საათისა და 10 წუთის საზეიმო აღნიშვნა;

საღამოს დასკვნითი კონცერტი:

ანსამბლი ალილო და ჯგუფი რეზო და ბავშვები.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. უმნიშვნელოვანესი დღესასწაული 1918 წლიდან იღებს სათავეს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია