რა არის თავისუფლება მარნეულელებისთვის
დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. დამოუკიდებლობის დღის აღასნიშნავად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ღონისძიება მონუმენტურ ძეგლ „კიდევაც დაიზრდებიან“-ის ტერიტორიაზე გამართა.

რა არის თქვენთვის თავისუფლება? - ეს კითხვა რადიო „მარნეულმა“ მარნეულელებს დაუსვა. მარნეულელებისათვის თავისუფლება ძირითადად კანონის უზენაესობას, სხვა ქვეყნებისაგან დამოუკიდებლობას და მშვიდად ძილს ნიშნავს.

მარნეულის მერის კენან ომაროვისათვის თავისუფლება განვითარება და წინსვლაა. ჩვენს კითხვას ომაროვმა სწორედ ამ ორი სიტყვით უპასუხა „განვითარება და წინსვლა“.
მარცხნიდან მარჯვნივ: კენან ომაროვი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი), გიორგი დოხტურიშვილი, მამუკა ნავერიანი
მარნეულელი აზად ურუმოვისათვის თავისუფლება შიშის გარეშე ყოფნას ნიშნავს.

„თავისუფლება, თავისუფლად სუნთვას, გადაადგილებას ნიშვნავს, არავისი რომ არ გეშინია. გზას არავინ გადაგიკვეთავს. ღამი მშვიდად რომ გძინავს. თავისუფლებიდან მოვდივართ თავისუფლებისკენ. კარები ჩაკეტილი რომ არ გაქვს და მშვიდად გძინავს, მხედრიონის დრო რომ არ გვაქვს იმის თქმა მინდა“.

ჩვენს მიერ გამოკითხული მარნეულელების უმრავლესობისათვის თავისუფლება დამოუკიდებლობის ტოლფასია.

„თავისუფლება ნიშნავს როდესაც სხვა ქვეყნისგან თავისუფლად ცხოვრობ, არ ხარ დამოკიდებული მასზე“.

„თავისუფალ ცხოვრებას ნიშნავს თავისუფლება. არც ერთ ქვეყანაზე რომ არ ხარ დამოკიდებული“.

„თავისფლება ქვეყნის ერთიანობას ნიშნავს. დიდი იმედი მაქვს რომ მომავალ წელს აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს შემადგენლობაში იქნება და 26 მაის ასე აღვნიშნავთ“.

„თავისუფლება ადამიანის თავისუფლებას ნიშნავს მთელი გაგებით, სხვანაირად თავისუფალს ვერ დააარქმევ. სახელმწიფო უნდა იყოს თავისუფალი, კაკონის უზენაესობა უნდა იყოს და ამით მოქალქაქეც შეიძლება გახდეს თავისუფალი“.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვა მარნეულში მონუმენტურ ძეგლ „კიდევაც დაიზრდებიან“-ის ტერიტორიაზე 14:00 საათზე დაიწყო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენები, მუსიკალური კონცერტი, თეატრალური წარმოდგენები და სპორტული შეჯიბრებები.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი 1918 წლის 26 მაისს თბილისში მოეწერა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია