თბილისი-სადახლოს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თარიღი კვლავ უცნობია
სადახლო-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებელს პანდემიის შემდეგ , მიმოსვლა არ განუახლებია. „საქართველოს რკინიგზაში“ რადიო „მარნეულს“ უთხრეს, რომ მარშრუტის აღდგენი დრო, ჯერჯერობით, უცნობია. ცვლილების შემთხვეში კი ინფორმაციას გაასაჯაროებენ.

სადახლო - თბილისის მატარებლით, რომელიც დღეში ორ რეისს აკეთებდა, სარგებლობდნენ რკინიგზის გასწვრივ მდებარე დასახლებული პუნქტების მცხოვრებლები. ბევრი ადამიანისთვის ეს იყო პროდუქტების თბილისში გაყიდვის ერთადერთი შესაძლებლობა.

მატარებლის მოძრაობა შეწყდა კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. 2020 15 ივნისიდან რამდენიმე მაგისტრალურ მიმართულებაზე განახლდა სამგზავრო გადაყვანები.

Print