ლეიკემიით დაავადებული ბავშვის დასახმარებლად მარადისში ყვავილების ფესტივალი გაიმართება
29 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის ორგანიზებით, ყვავილების საქველმოქმედო ფესტივალი გაიმართება.

როგორც მარადისის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელი, ლამარა ბოლქვაძე ამბობს, ფესტივალიდან შემოსული თანხა გადაეცემა თამარისში მცხოვრებ მრავალშვილიანსა და სოციალურად დაუცველ ოჯახს ლეიკემიით დაავადებული შვილის სამკურნალოდ.

ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება. ეს პირველი აქტივობა არაა, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულები ეკოკლუბი საქველმოქმედო ფესტივალს მართავს. ამ მიზით, წლებია მასწავლებლები და მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობას ახორციელებენ.

გთავაზობთ მარადისში მისასვლელ მარშრუტის ბმულს

Print