კასუმლოს სათემო ცენტრმა მარნეულში საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა
27 მაისს, კასუმლოს ახალგაზრდული ცენტრი ორგანიზებით, მარნეულის ცენტრალურ სკვერში "კიდევაც დაიზრდებიან"- ის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე კასუმლოს ახალგაზრდული ცენტრის ცეკვის ჯგუფმა სხვადასხვა ნომრები შეასრულეს. როგორც კასუმლოს სათემო ცენტრის ხელმძღვანელი, არზუ ბაირამოვა ამბობს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კონცერტი იმართება როგორც მარნეულში, ასევე თბილისში ბოტანიკურ ბაღში.

„ჩვენ ამ დღის აღნიშვნა გადავწყვტეთ 27 მაისს, რადგან გვინდოდა აზერბაიჯანისა და საქართველოს რესპუბლიკების დამოუკიფებლობის დღის ერთად აღნიშვნა. ერთ თვეზე მეტია ვემზადებით ამ კონცერტისთვის, კასუმლოს ახალგაზრდული ცენტრის ცეკვის ჯგუფთან ერთად. გვინდა მუდამ დამოუკიდებელი იყოს ორივე, აზერბაიჯანიც და საქართველოც, გვიყვარს და ვამაყობთ, რომ ვართ აზერბაიჯანისა და საქარვრლოს ნაწილი“ - ამბოს კასუმლოს სათემო ცენტრის დამფუძნებელი არზუ ბაირამოვა.

საქრთველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს, ხოლო აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე 28 მაისს აღინიშნება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია