"საზაფხულო ბაღი" მარნეულში არც წელს იმუშავებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები 30 ივნისიდან დაიწყება. სკოლამდელი მზაობის ცენტრის აღსაზრდელები კი 15 ივნისს დაისვენებენ. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, ზაურ ქარამოვი ამბობს, მუნიციპალიტეტში წელს „საზაფხულო ბაღი“ არ იფუნქციონირებს. ამის მიზეზი ორი წელი პანდემია, ახლა კი შენობის რეაბილიტაციაა.

„ქალაქ მარნეულის N1 ბაღში იყო ხოლმე საზაფხულო ბაღი, ახლა კი რემონტი მიმდინარეობს. მომავალი წლიდან იფუნქციონირებს. სხვა ბაღებში ამის შესაძლებლობა არ არის. ადგილმდებარეობა არ არის მოსახერხებელი. ყველა მშობელისთვის იყო N1 ბაღი მისაღები“ - თქვა ზაურ ქარამოვმა.

„საზაფხულო ბაღების“ მუშაობის პრაქტიკა მარნეულში წლებია არსებობს. ყოველწლიურად საზაფხულო ბაღის ფუნქციას მუნიციპალიტეტში N1 საბავშვო ბაღი ითავსებს. 2020 წელს ბაღმა მუშაობა პანდემიის გამო შეწყვიტა. 2019 წელს ამავე დაწესებულებამ 42 აღსაზრდელი მიიღო. „საზაფხულო ბაღი{„ დასაქმებული მშობლების ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები