მარნეულში ქალს გველმა უკბინა
მარნეულში გველის კბენის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს. მათივე თქმით, შემთხვევა 30 მაიის მოხდა. შუახნის ასაკის ქალი მკურნალობას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალს“-ში გადის. როგორც ამავე სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორი, ტატა შენგელაია ამბობს, პაციენტს პოლივალენტური ვაქცინა გაუკეთდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის, ეთერ ლაფერაძის თქმით, მუნიციპალიტეტი შხამსაწინააღმდეგო ვაქცინებით აღჭურვილია.

„ვაქცინა ჯერ კიდევ ზამთრიდან მოყოლებული გვაქვს. ეს არის ქვეწარმავლის დაკბენა და ქვეწარმავლის დაკბენაზე ყველაშემთხვევაში პოლივალენტურ შრატს უკეთებს ტოქსიკოლოგი. დღეს კიდევ შემოვიტანეთ ვაქციები, რაიონი არის აღჭურვული. იმედიანად უნდა იყოს ყველა ადამიანი. ეს ვაქცინები ეკონომიურად მოგვაქვს ორი კლინიკა არის და ვამარაგებთ ხოლმე. ჩვენ მივდივართ ხოლმე ხშირად და მოგვაქვს მაშინ, როდესაც აღარ არის სამყოფი“ - ამბობს ეთერ ლაფერაძე

მარნეულში 2021 წლის მონაცემებით, გველის მიერ ადამიანის დაკბენის 11 ფაქტი გამოვლინდა. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები