მარნეულს ბაქოს და ფოთის თეატრები ესტუმრება
მარნეულის მუნიციპალიტეტს ბაქოს სახელმწიფო თოჯინების თეატრი და ფოთის სახელმწიფო თეატრის ესტუმრება. ღონისძიებები 2 და 4 ივნისაა დაგეგმილი. 2 ივნისს, 18:00 საათზე მარნეულის კულტურის ცენტრში ბაქოს სახელმწიფო თოჯინური თეატრი სპექტაკლ „მუსიე ჟურდენის“ წარადგენს. ფოთის თეატრი კი მარნეულს 4 ივნისს ესტუმრება და „ფიროსმან“ წარადგენს.

ღონისძების გასამართად მარნეულის მუნიციპალიტეტი საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს 3500 ლარს გადაუხდის. აქტივობები მერიამ გამარტივებული წესით შეისყიდა.

„საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტიდან შემოსულია წერილი, სადაც ითხოვენ ჩვენს ჩართულობას საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალში. ჩვენს მუნიციპალიტეტში იგეგმება , ბაქოს სახელმწიფო თოჯინების თეატრის და ფოთის სახელმწიფო თეატრის გასტროლი. მიზანშეწონილად მიმაჩნია ვუმასპინძლოთ ზემოთხსენებულ დასებს, რათა ხელი შევუწყოთ თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას მოზარდ თაობებში. გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს განახორციელოს მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობები.“ - წერია მოხსენებით ბარათში.

სპექტაკლები გაიმართება მარნეულის კულტურის ცენტრის დარბაზში 18:00 საათზე.

დასწრება თავისუფალია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები