მარნეულში "ელევატორის" დასახლებაში საბავშვო ბაღს აშენებენ
მარნეულში, იაღლუჯის ქუჩაზე , დევნილთა დასახლებაში,(ელევატორი) საბავშვო ბაღი შენდება. სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა მიმდინარეობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორცილებს დანიის ლტოლვილთა საბჭო გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით.


ბაღის მშენებლობა დაახლოებით 256 000 ევრო ჯდება, რომელიც 100 ბავშვზე იქნება გათვლილი. სამშენებლო სამუშაოებს, შპს „არტსტილი“ აწარმოებს, რომელმაც სააღმზრდელო დაწესებულების მშენევლობა 2022 წლის 1 აგვისტოს უნდა დაასრულოს.

ამ ეტაპზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ 14 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

აღსანიშნავია, რომ ამავე დასახლებაში, 31 დევნილ ოჯახს, 2021 წლის 8 ოქტომბერს სახლები გადაეცათ.
გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკის მთავრობამ იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოსთვის, გრანტის სახით, 10 მილიონი ევრო გამოჰყო, რომლის ფარგლებშიც დევნილებისთვის სახლები აშენდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები