სადახლოსა და წითელი ხიდის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა
სადახლოსა და წითელი ხიდის მიმართულებით მგზავრობა 50 თეთრით გაძვირდა. ახალი ტარიფის გადახდა მოსახლეობას 7 ივნისიდან მოუწია. მარნეული-სადახლო ახლა 2 ლარი, ხოლო, მარნეული-წითელი ხიდი 1.50 ღირს.
ფოტო: სემა გასანოვა
“საწვავის გამო ფასიც გაძვირდა. 1 ლიტრი 4.50-5 ლარია. ჩემი მანქანა დიზელზე მუშაობს. დიზელს ვასხავ 4.50 ლარად. ამის გამოა ფასის გაძვირება ,სხვა მიზეზი არ აქვს“
- ამბობს მარნნეული-სადახლოს სამარშრუტო ტაქსის მძღოლი.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კერძო კომპანიის შპს ექსპრეს ტურისტის ხელმძღვანელი იური სამხარაძე ამბობს, ფასები საწვავის გაძვირების ფონზე გაიზარდეს.

“ჩვენ თავიდან რომ დავიწყეთ მუშაობა, ფასი ძალიან გავაძვირეთ, რომ როგორმე ხალხი მოგვეზიდა და თითქმის წაგებაზე ვმუშაობდით. ნამდვილი ღირებულება რა ფასითაც უნდა დაგვეწყო, იმ ფასზე ავედით. კიდევ უფრო გაზრდას არ ვაპირებთ, მერე კლიენტებს დავკარგავთ. ამიტომ ეს დარჩება. თუ ბენზინის ფასმა დაიკო, მერე დავაკლებთ. კიდევ გაიზარდა ფასი წითელი ხიდის მიმართულებით 50 თეთრით.“ - თქვა იური სამხარაძემ.

„ექსპრესტურისტი“ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 12 მიმართულებას ემსახურება. მგზავრობა გაძირებულია მარნეული-საიმერლოს მიმართულებითაც.

მარნეულს კიდევ ერთი სატრანსპორტო კოპანია ემსახურება. შპს „ავტოპარკი“ მერიის ბალანსზე. როგორც მისი ხელმძღავენლი, გიგა ჯალაღონია ამბობს, ფასის მომატების მოთხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს. ძველი ფასები ნარჩუნდება მათ ბალანსზე რიცხულ ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები