მარნეულის სამ სოფელში შიდა გზებს დააგებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მუღანლოში, ბეითარაფჩსა და ხანჯიგაზლოში, შიდა გზების მოასფალტება იგეგმება. სამუშაოების შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ორი ტენდერი გამოაცხადა. ხანჯიგაზლოსა და ბეითარაფშიჩი გზის დაგებას მერია 1 182 621 ლარად გეგმავს. დიდ მუღანლოსათვის კი ტენდერით 440 055 ლარია გათვალისწინებული.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ტრასის აღდგენა და გამაგრება, შემასწორებელი ფენის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით, არსებული ლითონის მილების დემონტაჟი თვითმცლელებზე დატვირთვით და გატანა, კლდოვანი გრუნტის დამუშავება ექსკავატორის ბაზაზე დამონტაჟებული სანგრევი ჩაქუჩებით, გაფხვიერებული გრუნტის დატვირთვა ავტოთვითმცლელებზე და სხვა.

ორივე ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 24-29 ივნისის პერიოდში შეეძლებათ.

გამარჯვებული ვალდებული იქნება მუნიციპალიტეტში ჩატარებული სამუშაოები მარნეულის მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან ბეითარაფჩის და სოფელ ხანჯიგაზლოს შემთხვევაში 90 კალენდარულ დღეში ჩააბაროს, ხოლო დიდი მუღანლოს შემთხვევაში, მაქსიმალური ვადა 60 კალენდარული დღეა.

Print