მერიამ 54 კონდინციონერის გაწმენდა/შეკეთებაში 2 875 ლარი დახარჯა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას 54 კონდინციონერის გაწმენდა/შეკეთება 2 875 ლარი დაუჯდა. საკრებულოსა და მერიაში არსებულ გამაგრილებელ მოწყობილობების ნაწილს კონდენსატორები შეუცვალეს, უმრავლესობა კი სპეციალური ხსნარით დატუმბეს. სამუშაოებისათვის თანხის გამოყოფის მოთხოვნით მარნეულის მერს, კენან ომაროვს მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა ბესიკ სეხნიაშვილმა მიმართა.

„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულკონდენციონერებს ესაჭიროებათ სპეციფიკური ხსნარით გაწმენდა, დატუმბვა და კონდესატორების შეცვლა. გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს ხარჯებთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება“ - წერია მოხსენებით ბარათში.

მარნეულის მერიამ კონდინციონერების შეკეთება/გაწმენდა გამარტივებული წესით გადაწყვიტა და ხელშეკრულება ინდმეწარმე ედუარდ ტუნინთან გააფორმა. კონდენციონერების კონდენსატორების შეცვლაში მუნიციპალიტეტმა 175, კონდენციონერების ხსნარით დატუმბვასა და გაწმენდაში კი 2 700 ლარი გადაიხადა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები