მესამე დღეა წერეთელი-საიმერლოს მუნიციპალური ავტობუსი არ დადის
მესამე დღეა, რაც წერეთელი-საიმერლოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსი სამარშრუტო ხაზზე არ გამოჩენილა.

მერიის ავტობუსი მოსახლეობისათვის გადაადგილების ერთადერთი იაფი საშუალებაა. ადგილობრივების ინფორმაციით, ტრანსპორტი გაფუჭებულია და იმედოვნებენ, რომ ჩვეულ მარშრუტს მალე შეასრულებს. ინფორმაცია რადიო „მარნეულმა“ ადგილოვრივი თვითმმართველობის ბალანსსზე მყოფ სატრანსპორტო კომპანიაში გადაამოწმა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, გიგა ჯალაღონია ამბობს, მოსახლოებას არასწორი ინფორმაცია აქვს, ტრანსპორი არ გაფჭებულა და მას გეგმიური დათვალიერება უტარდება. ჯალაღონიას ვარაუდით, ტრანსპორტი მოძრაობას 22 ივნისიდან განაახლებს.

„საიმერლოს ავტობუსი მორიგ დათვალიერებაზეა უბრალოდ წაყვანილი და თუ არ ვცდები, ხვალიდან უნდა გამოვიდეს ხაზზე. ზეთია შესაცლელი და როგორც ყველა ავტობუსს, ისე უტარდება მასაც შემოწმება. ჩვენ არ ვუტარებთ ამ შემოწმებას, ვინც შემომყვანია ისინი აკეთბენ“ - ამბობს გიგა ჯალაღონია.

აღსანიშნავია, რომ სოფელ წერეთელს და საიმერლოს, ორი სატრანპორტო კომპანია ემსახურება. ერთი, რომელიც მერიის ბალანსზეა, ხოლო მეორე კერძო სატრანსპორტო კომპანიაა. მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა 0.40 თეთრი, ხოლო კერძო მარშუტკით მგზავრობა 0.70 თეთრი ღირს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები