მარნეულის მერიამ 300 ცალი ელემენტი იყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 300 ცალი ელემენტი შეიძინა. პრდუქცია ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამარტივებული წესით ინდმეწარმე კანან ალიევისაგან 360 ლარად იყიდა. ელემენტების შეძენისათვის თანხის გამოყოფა მარნეულის მერს, კენან ომაროვს, მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, ბესიკ სეხნიაშვილმა სთხოვა.

„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გვესაჭიროება ელემენტები. გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს შესყიდვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება“ - წერია მოხსენებით ბარათში

როგორც რადიო „მარნეულს“ საფინანსო საბიუჯეტო განყოფილებაში უთხრეს, ელემენტები მერიაში არსებული ტექნიკისათვის შეიძინეს. მათ შორის საათებისთვის და დისტანციური მართვის პულტებისათვის.
თითო ელემენტის შეძენა მერიას 1.20 ლარი დაუჯდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია