ყიზილაჯილოში „სოკარის“ აშენებული სპორტული კომპლექსი „მარნეულის სპორტსკოლას“ უვადოთ გადაეცა
მარნეულის მუნიციპლიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ,,სოკარ ენერჯი ჯორჯიას" მიერ აშენებული სპორტული კომპლექსი, ააიპ მარნეულის "სპორტულ სკოლას" უვადოდ გადაეცა. კომპლექსი 2021 წელს, სექტემბერში, თვითმმართველობის არჩევნების წინ გაიხსნა და თავდაპირველად მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო. სპორტული სკოლის დირექტირი, მამუკა ნავერიანი აღნიშნავს, რომ სივრცეში განთავსებულია კალათბურთისა და ფრენბურთის გუნდებისთვის განკუთვნილი ინვენტარი, თუმცა სკოლა აღჭურვილობის შეცვლას, სპორტის იმ სახეობის შესაბამისად გეგმავს, რისი მოთხოვნაც უფრო დიდია.

,, დაახლოებით ერთი კვირაა, დარბაზი ჩვენს ბალანსზე დარეგისტრირდა. აღნიშნულის სივრცე, თავიდანვე გათვალისწინებული იყო კალათბურთისთვის და ფრენბურთისთვის. კალათბურთის ვარჯიშები ატა-ჰოლდინგში, ხოლო ფრენბურთის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. სოფელ ყიზილაჯლოში ამ ეტაპზე, აქტიურად ფუნქციონირებს თავისუფალი ჭიდაობა, კრივი და ფეხბურთი. რადგან ეს დარბაზი მისი პრინციპით აშენებული იყო კალათბურთზე და ფეხბურთზე, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში გახდა მოთხოვნა ახალი ინვენტარი შევიძინოთ, რომელიც მორგებული იქნება თავისუფალი სტილით მოჭიდავეებსა და მოკრივეებზე. დარბაზში შესაბამისი ინვენტარის განთავსების შემდეგ, ბავშვებსაც გადავიყვანთ ყიზილაჯლოში. ამ ეტაპზე, ყველას ბავშვს აქვს საშუალება ისარგებლოს სპორტული დარბაზით, თუმცა იქ აქტიური ვარჯიშები ჯერ არ მიმდინარეობს". - თქვა ნავერიანმა

აღნიშნული სპორტული კომპლექსი, წარმოადგენს დახურულ მულტიფუნქციურ სპორტულ სივრცეს სხვადასხვა სახეობებისთვის, როგორიცაა კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა. შენობაში განთავსებულია ტრიბუნები მაყურებელთათვის, გასახდელები, საშხაპე და სანიტარული ფართები, ინვენტარის შესანახი საწყობი და ადმინისტრაციული სივრცე. შენობის ჯამური ფართი 1157 კვადრატული მეტრია და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს აღემატება.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები