მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა - არის მსხვერპლი
ქალაქ მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, მეხუთე სართულის აივანი ჩამოიშალა, რასაც ასევე მოჰყვა მეოთხე სართულის აივნის ნგრევა. რადიო "მარნეულის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 ადამიანი და დაშავდა ორი.  დაშავებულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. 

დაშავებულებს შორის ერთ-ერთი 8 წლის ბავშვია, რომელიც მარენულის ჯეო-ჰოსპიტალსის სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს. როგორც კლინიკის წარმომადგენელი რადიო "მარნეულთან" აცხადებს, პაციენტი  მრავლობითი მოტეხილობა აქვს და გადაყჰაყვთ თბილისში სპეციალიზებულ კლინიკაში. 
დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ ( მასალა განახლდება). 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები