ქალაქ მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა.
არსებული ინფორმაციით, მეხუთე სართულის აივანი ჩამოიშალა, რასაც ასევე
მოჰყვა მეოთხე სართულის აივნის ნგრევა. რადიო "მარნეულის"
ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 ადამიანი და დაშავდა
ორი. დაშავებულებს შორის არიან მცირეწლოვანი
ბავშვები.
დაშავებულებს შორის ერთ-ერთი 8 წლის ბავშვია, რომელიც მარენულის
ჯეო-ჰოსპიტალსის სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს. როგორც
კლინიკის წარმომადგენელი რადიო "მარნეულთან" აცხადებს, პაციენტი
მრავლობითი მოტეხილობა აქვს და გადაყჰაყვთ თბილისში სპეციალიზებულ
კლინიკაში.
დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ ( მასალა
განახლდება).