მარნეულში აივნის ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი და დაშავდა სამი
არსეული ინფორმაციით ქალაქ მარნეულში, ნარიმანოვის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ორი ავნის ჩამონგრევის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. 

დაშავებულებს შორის ერთ-ერთი 8 წლის ბავშვია, რომელიც მარენულის "ჯეო-ჰოსპიტალსი"- ს სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს. როგორც კლინიკის წარმომადგენელი რადიო "მარნეულთან" აცხადებს, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობა აქვს და გადაყჰაყვთ თბილისში სპეციალიზებულ კლინიკაში.

შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები