მარნეულის მერმა ფეისბუქზე სამძიმრის ტექსტი გამოაქვეყნა
26 ივნის, მარნეულში, ნარიმანოვის #1 კორპუსში ორი აივნის ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა ორი ქალი. მცირეწლოვანი ბავშვები მრავლობითი მოტეხილობებით სავადმყოფოებში არიან გადანაწილებულები. ერთ ერთი გარდაცვლილი, 27 წლის ქალი 38 კვირის ფემძიმე იყო. ჩვილის გადარჩენა მოხერხდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ფაქტთან დაკავშირებით განცხადება არ გაკეთებულა. დლიდან მერიის, საკრებულოს ფეისბუქ გვერდებზე ვრცელდება სამძიმრის ტექსტები.
მარნეულის მერი კენან ომაროვის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა სამძიმრის მცირე ტექსტი.

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ქალაქ მარნეულში, საცხოვრებელი კორპუსის აივნის ნგრევის შედეგად მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. "- წერია კენან ომაროვის ფეისბუქ გვერდზე

როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები