ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაზარალებულები სასტუმროში მოინახულეს
ქალაქ მარნეულში მოხდარი ტრაგედიის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებელთა ნაწილი, სასტუმროში გადაიყვანეს. ოთხი ოჯახი ახლა თავს სასტურო „კავკაზს“ აფარებს. დაზარალებულბი მოინახულა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, მარნეულის მერმა, კენან ომარომა და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. როგორც რადიო მარნეულთან საუბარში მაღალჩინოსნები ამბობენ, დროებითი საცხოვრებლის ყველა ხარჯს მარნეული მერია დაფარავს.

26 ივნისს კორპუსის აივნების ჩამონგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ორსულიქალი, რომლის ჩვილის გადარჩენაც ექიმებმა შეძლეს. დაშავდა სამი ადამინი, ისინი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებებში გადიან.

მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ შენობის ავარიული მდგომარეობის შესახებ მერიას არერთხელ მიმართეს, თუმცა მათ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია. საპირისპიროს აცხადებნ ხელისუფლებაში. მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი ამბობს, რომ მისი მერობის პერიოდში წერილი თვითთმართველობაში აღნიშბნული საფრთხის შესახებ არ შესულა და არც ზეპირსიტყვიერად უთქვამს ვინმეს.

„ერთადერთი ფაქტი, რომელიც იყო დაკავშირებული ამ კორპუსთან, ჩვენ ვგეგმავდით სახურავის შეცვლას, გამოვაცხადეთ ტენდერი და ეს ტენდერიც შედგა. თუმცა კორპუსის მოსახლეობამ უარი განაცხადა წყლის ბაკების დემონტაჟზე. სახურავი ამის გამო ვერ შევცვალეთ. მხოლოდ ეს ფაქტი შემიძლია გავიხსენო“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

განცხადებას ავრცელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია და წერს, რომ ქალაქ მარნეულში მომხდარი უბედური შემთხვევით სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ ხორციელდება მანიპულირება.

„აღნიშნული ჯგუფებისგან ვრცელდება არაერთი სიცრუის შემცველი ინფორმაცია, მათ შორის კორპუსის მცხოვრებთა მხრიდან აივნების ავარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მერიაში ოფიციალური წერილით მომართვიანობაზე. მოგახსენებთ, რომ მერიაში ოფიციალური მომართვა მოქალაქეთა მხრიდან აღნიშნულ საკითხზე არ ფიქსირდება. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია მოგმართავთ თხოვნით, გავითვალისწინოთ შექმნილი რთული ვითარება, პატივი ვცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.“ - წერიქა მერიის განცხადებაში

რა გახდა კორპუსის აივნების ჩამნგრევის მიზეზი და დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

Print