თურქული კომპანია Baykar-ი უკრაინის არმიას $15 მლნ-ის "ბაირაქტარებს“ უსასყიდლოდ გადასცემს
თურქულმა კომპანია Baykar-მა გადაწყვიტა უკრაინის არმიას დრონები - სამი Bayraktar TV2 უსასყიდლოდ გაუგზავნოს. აღსანიშნავია, რომ თურქული "ბაირაქტარების" შესაძენად უკრაინაში სერგეი პრიტულას საქველმოქმედო ფონდმა თანხაც კი შეაგროვა. თუმცა Baykar-მა გადაწყვიტა მათგან თანხა არ მიეღო და განაცხადა, რომ ტექნიკას უკრაინის ფრონტზე უფასოდ გააგზავნის.

„ვთხოვთ, რომ შეგროვებული თანხები უკრაინელ ხალხს ბრძოლაში მოხმარდეს“,
- ნათქვამია Baykar-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საჩუქარი 15 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები