კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
განახლებული ინფორმაციით, უკრაინაში, კრემენჩუკში მომხდარი სარაკეტო იერიშის შედეგად ამ დროის მონაცემებით სულ მცირე, 13 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 56 კი - დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, სამაშველო სამუშაოები შემთხვევის ადგილზე გრძელდება.

შეგახსენებთ, 27 ივნისს, პოლტავას ოლქში, კრემენჩუკში მდებარე სავაჭრო ცენტრზე რუსული ძალების მიერ სარაკეტო იერიში განხორციელდა. არსებული ცნობებით, დაბომბვის მომენტში ადგილზე 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები