თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ს ალიანსში გაწევრებას მხარს
დაუჭერს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც BBC წერს, თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა
მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს, რომ
მადრიდის NATO-ს სამიტზე თურქეთი მხარს დაუჭერს ალიანსში ფინეთისა და
შვედეთის გაწევრებას.
აქამდე თურქეთი შვედეთისა და ფინეთის სახელმწიფოების NATO-ში
გაწევრებას ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ ისინი თავშესაფარს
აძლევდნენ ქურთ აქტივისტებს, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად
თვლიდა.
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმა შეთანხმებას,
რამაც მწვანე შუქი აუნთო ფინეთისა და შვედეთს დასავლური ქვეყნების
სამხედრო ალიანსში გაწევრებას.
ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ განაცხადა, რომ „ ფინეთი, როგორც
NATO-ს წევრი, სრულად დაიცავს NATO-ს კონტრტერორისტულ პოლიტიკას“.
BBC საინფორმაციო სააგენტო AFP-ზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის
პრეზიდენტმა „მიიღო ის, რაც სურდა“.