არამხოლოდ ძველი შენობების, არამედ ახალი შენობების უმრავლესობა სერიოზულად უნდა გაკონტროლდეს - რუსლან ჰაჯიევი მარნეულში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი, მარნეულში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

რადიო მანრეულთან საუბრისას ჰაჯიევმა განაცხადა, რომ მომხდარმა მასზე ძალიან იმოქმედა. ამბობს, რომ არამხოლოდ ნარიმანოვის ქუჩაზე მდებარე შენობა, არამედ, მარნეულში საბჭოთა კავშირის დროს აშენებული ყველა შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. ყოფილი დეპუტატის თქმით, მის და თამაზ ნავერიანის დეპუტატობის დროს მარნეულელი მაცხოვრებლების მიმართვის შედეგად, მოედანზე მდებარე 4 შენობას სახურავი შეეცვალა.

„ძალიან ცუდი მოვლენა მოხდა. ვინც გადარჩა ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს. ცუდი შემთხვევაა. ამ მოვლენამ ყველა ჩვენთაგანს გული ატკინა. ვფიქრობ, რომ საბჭოთა დროიდან დარჩენილი ყველა შენობას ეკსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. ძველი შენობების სარდაფები, აივნები, სახურავები უნდა გადაიხედოს თავიდან. 2018-2019 წლებში მოგვმართეს. 26 მაისის მოდანზე 4 შენობას სახურავი შევუცვალეთ. ჩვენ მაშინ, ჩემი და თამაზ ნავერიანის დეპუტატობის დროს მერიასთან ერთდ ამ საკითხებით ვიყავით დაინტერესებულნი. ეს შენობები საბჭოთა კავშირის დროს აშენებულია. დრო გადის და უკვე ამ შენობებში პრობლემები იქმნება. სხვაგვარად არც შეიძლება. მაგრამ სახელმიწო უწყებებმა, მერიამ ყურადღება უნდა მიაქციოს. ეს შენობები 40-50 წლის შენობებია. ამ შენობებში შეიძლება დეფექტიც არსებობდეს“


ჰაჯიევამ თქვა, რომ მისი დეპუტატობის პერიოდში აღნიშნული შენობის მაცხოვრებლების მიერ მერიასთან მიმართვა არ ახსენდება.

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი აცხადებს რომ შესაბამისმა ორგანოებმა და მერიამ ძველ შენობებს უნდა გადაეხადონ. ჰაჯიევი აცხადებს, რომ დმანისში ხშირად ხდება მიწისძვრა და ამანაც შეიძლება იქონიოს გავლენა ძველ შენობებზე. ამიტომაც ის პირველ რიგში მოქალაქეებს, მერე კი სახელმწიფო სტრუქტურებს საკითხებზე ყურადღებით ყოფნისკენ მოუწოდებს.

„ეს პრობლემები უნდა გავაერთიანოთ და გადავწყვიტოთ. ჩვენ ვიცით რომ შენობების ქვედა ნაწილი მფლობელების მიერ არის დანგრეული და პირადი სურვილით ობიექტებს აშენებენ. შეიძლება ასე შიგნით რომელიმე კედელი დაინგრეს. ამიტომაც საჭიროა შესაბამისი ორგანოების მიერ ეს შემოწმდეს. ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ. ბათუმში მომხდარი მოვლების შემდეგ ადამიანებში გაიღვძა გრძნობა რომ ყურადღებით იყვნენ. ასეთ საკითხებს აუცილებლად უნდა გადაეხედოს მერიის არქიტექტორების მხრიდან. ესენი ძალიან მგრძნობიარე საკითხებია. დმანისში თითქმის ყოველ დღე მიწისძვრა ხდება. ამანაც შეიძლება იმოქმედოს. აუცილებლად ყურადღება უნდა შენობებს. ეს მხოლოდ მერიას და სახელმწიფოს არ შეიძლება დავაბრალოთ. რა თქმა უნდა სახელმწიფომაც უნდა კააკონტროლოს. მაგრამ მოქალაქემაც უნდა მიაქციოს ყურადღება. თუ დღეს ჩემი სარდაფი წყლით დაიტბორა, პირველ რიგში მე უნდა მივმართო განცხადებით. მე უნდა ვიყო აქტიური როგორც მოქალაქე. არამხოლოდ ძველ შენობები, არამედ შენობების უმრავლესობას ესაჭიროება კონტროლს. რა თქმა უნდა ვიცი დღევანდელი მერიც, სახელმიწფო წარმომადგელნებივ ამასთან დაკავშირებით სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ. უბრალოდ ყველა შენობები ექსპერტიზის მიერ უნდა შემოწმდეს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი აცხადებს რომ მისი მერობის პერიოდში თვითმმართველობას ამ საფრთხესთან დაკავშირებით წერილი არ მიუღია. აქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილიც ამბობს რომ მერიაში აღნიშნული შენობის მაცხოვრებლებისაგან წერილი არ შემოსულა.

26 ივნისს საღამოს საათებში მარნეულის ნარიმანოვის N1-ში მეხუთე სართულის აივანი ჩამოინგრა. ამას მოჰყვა მოთხე სართულის აივნის ჩამონგრევაც. როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
რადიო "მარნეული"
Print