მარნეულის მერს მოქალაქეთა მიღების დღე კირაში ორჯერ აქვს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს, კენან ომაროვს, მოქალაქეთა მიღების საათები კვირაში ორჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს აქვს. თვითმმართველობაშ მისვლა მსურველებს 10:00 საათიდან, 16:00 საათამდე შეუძლიათ.

როგორც მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განმარტავენ, მერთან შეხვედრა მოსახლობას სხვა დღეებშიც შუძლიათ. მათივე განმარტებით, მომართვიანობა საკმაოდ მაღალია და საჭიროებები ინდივიდუალური.

კენან ომაროვი 8 თვეა, რაც მარნეულის მერის უფლება-მოვალეობებს ასრულებს. ამ პერიოდის განმავლობაში რადიო „მარნეულს“ მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არასდროს ჰქონია. დღემდეგ გვაქვს კითხვები, რომელზე პასუხის გაცემას და ინტერვიუს ჩაწერას თვეებია ველით.

გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი
Print