მარეულის ამერიკული კუთხე ქიმია-ბიოლოგიის ხუთ დღიან კურსს ჩაატარებს

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის, ამერიკული კუთხე ივლისში, ქიმიით, ბიოქიმიით და ბიოლოგიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს

პროექტში მონაწილეობისთვის იწვევს. ამის შესახებ ინფორმაცია, საჯარო ბიბლიოთეკის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება, სადაც ნათქვამია, რომ კურსის განმავლობაში, მოსწავლეები რეაციების ჩატარებას, თავისვე ხელით შეძლებენ.

,,თუ ხართ 15-16 წლის ახალგაზრდა და დაინტერესებული ხართ ქიმიით,ბიოლოგიით და ბიოქიმიით, მაშინ ეს პროექტი თქვენთვისაა. მარნეულის ამერიკული კუთხე გთავაზობთ 5 დღიან ინტენსიურ კურსს 4 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით.
კურსის განმავლობაში მოსწავლეები შეძლებენ ჩაატარონ რეაქციები საკუთარი ხელით, იმუშაონ ქსელში, ამოხსნან ამოცანები და შეისწავლონ მაღალი დონის ქიმია-ბიოქომია".
- წერია ფეისბუქ პოსტში

დარეგისტრირება ახალგაზრდებს პოსტის  მითითებულ ბმულზე შეუძლიათ



 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები