მარნეულის მერიამ ნახევარი მილიონი სანაგვე ურნების შესაძენად გამოყო
მარნულის მუნიციპალიეტეტის მერია ნახევარი მილიონი ლარით სანაგვე კონტეინერების ყიდვას გეგმავს. აღნიშნული ინფორმაცია 29 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ბიუჯტში შეტანილ ცვლილებებზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა, ვუგარ მამედოვა ისაუბრა და თქვა, რომ კონტეინერების შესაძენად ბიუჯეტიდან 200 000 ლარს დაამატებენ და ტენდერს გამოაცხადებენ.

„ბიუჯეტში დამტკიცებული გვაქონდა 300 000 ლარი გამოყოფილი სანაგვე ურნების შესაძენად, მაგრამ, დარჩენილი ეკონომიის ფარგლებში ამ სხდომაზე კიდევ 200 000-ს ვამატებთ . 500 000 ლარის ფარგლებში იქნება ტენდერი გამოცხადებული სანაგვე ურნების შესაძენად“

შპს „სუფთა მარნეული“- ის ხელმძღვანელი, ლერი მუმლაძე ვარაუდობს, რომ ნახევარ მილიონად 500 ცალ პლასტმასის სანაგვე კონტეინერს შეიძენენ და სხვადასხვა ადგილებზე გაანაწილებენ.

„სადაც ავიღებთ ძველ ურნებს, იქ ჩაიდგმევა ახალი კონტეინერები. ბევრია დაზიანებული და ნაგავმზიდი მანქანა ვერ იღებს მაგ ყველაფერს და აქედან გამომდინარე, სადაც მოითხოვს საჭიროება იქ შევცვლით. პალასტმასისი ურნები დაახლოებით 1000 ლარი ღირს და მეტალის შესყიდვას 2000 ლარი სჭირდება“


ლერი მუმლაძის თქმით, 500 კონტეინერი მარნეულში ნარჩენების პრობლემას ვერ მოაგვარებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები