ნარიმანოვის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსში არსებულ საფრთხეზე მერს ხვდებიან
ქალაქ მარნეულში ნარიმანოვის N1-ში მცხოვრებლებმა მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქია გამართეს. საუბარი იმ კორპუსისი მცხოვრებლებზე, სადაც 26 ივნისს ორი ავიანი ჩამოიშალა და შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, უბედური შემთხვევის შემდეგ მათ მუდმივად შიშში უწევთ ცხოვრება და რეაგირებას ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ითხოვენ.

ამ წუთებში მოსახლეობას ხვდება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

რადიო „მარნეული“ აგრძელებს თემაზე მუშაობას და მასალა განახლდება.

აღსანიშნავია, რომ 26 ივნისს, მარნეულში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ მერიაში მიმართვიანობა გაიზარდა. მოქალაქეები საცხოვრებელი კორპუსების შემოწმებას ითხოვენ. მარნეულის მერის მოადგილე, როინ დეკანოიძე 29 ივნისს რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ქალაქში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნები ჩამოიშალა და შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, მოქალაქეები თვითმმართველობას ბინების შემოწმებაზე განცხადებით მიმართავენ. დეკანოიძის თქმით, საკითხს კომპლექსურად მიუდგებიან და საქმეში კვალიფიციურ ექსპერტებს ან ექსპერტთა ჯგუფებს ჩართავენ. ჯერჯერობით უცნობია რა თანხას გამოჰყოფს მუნიციპალიტეტი აღნიშნულის მოკვლევისთვის.

Print