"ბინაში დარჩით, თუმცა აივანზე არ გამოხვიდეთ" - მერის პასუხი ჩამონგრეული აივნების კორპუსის მაცხოვრებლებს
დღეს პირველ ივნისს, ქალაქ მარნეულში ნარიმანოვის N1-ში მცხოვრებლებმა მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს. საუბარი იმ კორპუსისი მაცხოვრებლებზეა, სადაც 26 ივნისს ორი ავანი ჩამოიშალა და შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, უბედური შემთხვევის შემდეგ მათ მუდმივად შიშში უწევთ ცხოვრება,  რადგან კორპუსის სარდაფი თითქმის ჭაობშია და შენობას, არც სახურავი აქვს კარგი. მათივე თქმით, წვიმის დროს, საცხოვრებელ ბინებში წყალი ჩამოდის და ზომების მიღების მოთხოვნით, ისინი შეხვედრას მერიაში, მედიის თანდასწრებით ითხოვდნენ,  თუმცა შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულ ფორმატში ჩატარდა. როგორც აქციის მონაწილეებმა,  მოლაპარაკების შემდეგ რადიო ,,მარნეულთან" განაცხადეს, მიიღეს დაპირება, რომ  ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ზომები უახლოეს მომვალში იქნება მიღებული. მანამდე კი მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ აღნიშნული კორპუსის აივნებით არ ისარგებლონ.

,,გვითხრეს, რომ პრობლემებს უახლოეს მომავალში მოაგვარებენ, ექსპერტიზის პასუხები მოვიდაო აივნების უსაფრთხოების შესახებო. ვინც ჯერ კიდევ, ამ ბინაში ვართ, გაგვაფრთხილეს აივანზე არ გახვიდეთო. სარდაფებზე და თვითონ კორპუსის უსაფრთხოების შესახებ, ჯერ ექსპერტიზის პასუხები არ მოსულა და სანამ პასუხი იქნება,  ამ ბინაში დარჩით ოღონდ აივანზე არ გამოხვიდეთო ასე თქვეს".-  ამბობს მოლაპარაკებიდან გამოსულმა აქციის მონაწილე


აღნიშნული კორპუსის სადარბაზოდან სადაც ორი აივანი ჩამოინგრა, მოსახლეობა დროებით, სასტუმროში და ახლობლებთან ცხოვრობს.  მრავალსართულიანი ბინის სხვა სადარბაზოებში მცხოვრები ოჯახები საცხოვრებლის დატოვებაზე  უარს ამბობენ და ექსპერტიზის შემდგომ დასკვნას ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ 26 ივნისს, მარნეულში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ მერიაში მიმართვიანობა გაიზარდა. მოქალაქეები საცხოვრებელი კორპუსების შემოწმებას ითხოვენ. მარნეულის მერის მოადგილე, როინ დეკანოიძე 29 ივნისს რადიო "მარნეულთან" მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ქალაქში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნები ჩამოიშალა და შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, მოქალაქეები თვითმმართველობას ბინების შემოწმებაზე განცხადებით მიმართავენ. დეკანოიძის თქმით, საკითხს კომპლექსურად მიუდგებიან და საქმეში კვალიფიციურ ექსპერტებს ან ექსპერტთა ჯგუფებს ჩართავენ. ჯერჯერობით უცნობია რა თანხას გამოყოფს მუნიციპალიტეტი აღნიშნულის მოკვლევისთვის
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები