მარნეულის მერიის თანამშრომლებმა ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კამპანიას ხელი შეუშალეს
2 ივლისს, მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას ხვდებოდა და ბუკლეტებს არიგებდა. აქტიური მოქალაქეები ადგილორბრივებს ევროკავშირის ღირებულებებზე და იმ ნაბიჯებზე ესაუბრებოდნენ, რაც საქარველომ ვროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა გააკეთოს. აქტივისტებს ხელი შეუშალეს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. ადგილობრივი მერიის, საკრებულოს და ააიპე-ბის არაერთი თანამშრომელი აქტივისტებს ტერიტორიის დატოვბისკენ მოუწოდებდა. განსაკუთრებით აქტიურობდა მარნეულის მერიის თანამშრომელი, "ქალთა ოთახს" ხელმძღვანელი, რიმა ოთარაშვილი, რომელიც საკუთარ ქმედებას არასამუშაო საათებით ამართლებდა. ასევე, მერიის წარმომადგენელი ირმა ზარქუა, რომელიც მარნეულელ აქტივისტს, სამირა ბაირამოვას ეუბნებოდა, რომ ჯვრის შეურაცხყოფას არ აპატიებდა.



"არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, მოქალაქეები მოატყუოთ. სამირა, გეუბნები არ მოგცემ მოქალაქეების მოტყუბის საშუალებას. იდექი აქ რამდენი ხანიც გინდა. შენ ჩვენი ჯვარი გადახაზე, ქრისტიანული ჯვარი შეღებე წითლად, ამის უფლება არ გქონდა, არ გაქვს საუბრის უფლება ქრისტიანებთან
" - ამბობს ირმა ზარქუა

კონტრაქციის მონაწილეეებს შორის იყო მარნეულში ალტ-ინფოს წარმოადგენელი ნანა დონაძე, რომელიც აქტივისტებს ნაცონალურ მოძრაობასთა აიგივებდა.

"ეს ადამიანები არიან სპეციალურად მოგზვნილი, რომ მოხდეს დაპირისპირება. ჩვენ ვნახეთ დღეს მარნეულის მოსახლეობის განწყობა, რომლებიც დაებითად აფასებენ და მხარს უჭერენ ევროკავშირს" - ამბობს სამირა ბაირამოვა.

ბუკლეტების დარიგებაში მონაწილეობას იღებდა მარნეულელი, აქტიური მოქალაქე, ნონა სამხარაძე. ფიქრობს, რომ დაპირისპირების მაპროვოცირებელი ადგილობრივი ხელისუფლება იყო, განსაკუთრებთ კი ამ ამბავში ირმა ზარქუას გაოჰყოფს.

"მობილიზებულები იყვნენ მარნეულის მერიის თანამშრომლები. ამოვყოდი ირმა ზარქუას. ეგ ადამიანი არის "ქართული ოცნების" თუ რამე შავი ბნელი რამ არსებობს, მაგის წარმომადგენელი. იმიტომ, რომ მისი პროვოცირებული იყო. უკან მერიის და საკრებულოს სხვა თანამშრომლები ედგნენ. ზედამხედველობიდან და ა.შ. ირმა ზაურქუა იყო მართული, სპეციალურად მოგზავნილი, რომ მიკროფონებში შევარდნონდა სამირა ბაირამოვას და რაღაც ჩაეშალა. მერე გადაეღოთ კადრები, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უპირისპირდება ამმ აქციას, არადა ეს ასე არ იყო. ხალხი მშვენივრად ღეულობდა ამ მესიჯებს, რომ ევროკავშირი გვინდა"

აღსანიშნავია, რომ მოძრაობა "შინ ევროპიკენ" მოსახლეობასთან შეხვედრებს საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც მართავს.
რადიო მარნეული თემაზე მუშაობას აგრძელებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები