თვითმმართველობაში დასაქმებული პირები, რომლებიც ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ხელის შეშლაში მონაწილეობდნენ
როვშან ისკანდაროვი, ბესიკ გელენიძე, სოსო ინაძე, რიმა ოთარაშვილი, ირმა ზარქუა, გელა მუმლაძე, ქამრან კირიაკოვი, გიორგი მთვარელიძე, ალექსანდრე ურუმოვი, კაკო შუბითიძე, გასან გასანოვი, შერმადინ ბოჭოიძე, მამუკა ხარშილაძე, - ეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს იმ თანამშრომლების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მარნეულში, 2 ივლისს ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ხელის შეშლაში იღებდნენ მონაწილეობას. როვშან ისკანდაროვი - მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოსო ინაძე - მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილე

გელა მუმლაძე - მარნეულის მერიის ზედამხედველობის თანაშრომელი ქამრან კირიაკოვი - მარნეულის მერიის ზედამხედველობის თანმაშრომელი
განსაკუთრებით აქტიურობდა მარნეულის მერიის თანამშრომელი, "ქალთა ოთახს" ხელმძღვანელი, რიმა ოთარაშვილი, რომელიც საკუთარ ქმედებას არასამუშაო საათებით ამართლებდა. კონტრაქციაში მონაწილეობდა მერიის წარმომადგენელი ირმა ზარქუა, რომელიც მარნეულელ აქტივისტს, სამირა ბაირამოვას ეუბნებოდა, რომ ჯვრის შეურაცხყოფას არ აპატიებდა.

რიმა ოთარაშვილი და ირმა ზარქუა

აგრესიული ტონით ასევე გამოირჩეოდა მარნეულის ალტ -ინფოს ოფისის მდივანი ნანა დონაძე, რომელიც აქტივისტებს ნაციონალებთან აიგივებდა.

მარნეულის ალტ -ინფოს ოფისის მდივანი ნანა დონაძე
კონტრაქციაზე შეინიშნებოდნენ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაურ დარგალის ბიუროს წარმომადგენლები, ნიჯად იუსუბოვი და აგილ ამირჯანოვი.

აგილ ამირჯანოვინიჯად იუსუბოვი
ბესიკ გელენიძე - მარნეულის საკრებულოს წევრიგასან გასანოვი - მარნეულის მერიის თანამშრომელი
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების გამოჩენას და მათ ქმედებას უარყოფითად აფასებენ მარნეულში მომუშავე ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ხელმძღვანელი, რაშან ზიადალიევი ფიქრობს, რომ 2 ივლისს აქციაზე მიმდინარე მოვლენებმა ნათლად დაგვანახეს პროვოკაციული ქმედებები ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან.

„დავინახეთ რომ კარგად ორგანიზებული ჯგუფი, კერძოდ კი ქართული ოცნების აქტივისტები, მარნეულის თვითმმართველობის თანამშრომლებმა და ალტინფოს წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს და ხელი შეგვიშალეს კამპანიის წარმართვაში. ჩვენ დავინახეთ საკრებულოს თანამშრომლები, ზაურ დარგალის შტაბის წარმომადენლები, მერიის ქალთა ოთახის ხელმძღვანელი. ვნახეთ ასევე მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, რომელიც მითითებებს აძლევდა და მართავდა მთელ ამ პროცესს. ამ ყველაფერმა გვაჩვენა, რომ ალტ-ინფო, ქართული ოცნება და თვითმმართველობის წარმომადგენლები, აქტიურად თანამშრომლობენ ალტ-ინფოსთან მარნეულში. რაც ორ ივლისს გააკეთეს, ზუსტად არის რუსული ნარატივი. ჩვენ მაინც მივაღწიეთ ჩვენს მიზანს და მარნეულელები ვირჩევთ ევროპას“ - ამბობს რაშან ზიადალიევი

რაშანის მსგავსად ფიქრობს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომამდგენელი მარიამ სამხარაძე და მიიჩნევს, რომ 2 ივლისს მომხდარი ამბები, თვითმმართველობის დაგეგმილი იყო. ამ ყველაფერს კი ათობით საჯარო მოხელის ერთობლივი მობილიზებით ხსნის.
ალექსანდრე ურუმოვი - ოფრეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი

„არამგონია 50 საჯარო მოხელეს ასე სურვილი გასჩენოდა და მოსულიყო დაგეგმილად. იქ დავინახეთ როგორც ზედახედველობის თანამშრომლები, ასევე მუნიციპალური ააიპ-ების თანამშრომლები, საკრებულოს წევრები და ტერიტორიულ ერთეულებში დასაქმებული ადამიაები. ვფიქრობ, რომ წინასწარ შეთანხმებული იყო ეს ყველაფერი. მათი ქმედება არ იყო მისაღები. საერთოდ, ირმა ზარქუა პირველად გავიგე და, სამწუხაროა, რომ არ ვიცნობთ მერიის თანამშრომლებს. გაურკვეველია საერთოდ მისი თანამდებობა და რას საქმიანობს. რიმა ოთარაშვილისგან უფრო მეტად იყო ჩვენთვის გასაკვირი მისი ეს ქმედება. ვიცით, რომ ქალთა ოთახი საერთაშორისო ორგანიზაციების ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში შეიქმნა. ქალთა ჩართულობის გაზრდა არის ამ ოთახების ფუნქცია და როგორი დამახინჯებული სახე მიიღო. ძალიან ცუდია, რომ ძირითადად პარტიულ ინტერესებს ემსახურებიან როგორც წინა საარჩევნო პერიოდის დროს იკვეთება ხოლმე ისე შაბათსაც გამოჩნდა“

რადიო მარნეული ამ დრომდე ცდილობს მუნიციპალიტეტის მერის პოზიციის გაგებას 2 ივლისს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. გვქონდა მცდელობა გაგვერკვია თუ რა პოზიციაზე მუშაობს მერიაში ირმა ზარქუა, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას ოფიციალური წერილის მიწერის შემთხვევაში გასცემენ, რისთვისაც, სავარაუდოდ 10 დღიანი ლოდინი მოგვიწევს.

2 ივლისს, მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას ხვდებოდა და ბუკლეტებს არიგებდა. აქტიური მოქალაქეები ადგილორბრივებს ევროკავშირის ღირებულებებზე და იმ ნაბიჯებზე ესაუბრებოდნენ, რაც საქარველომ ვროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა გააკეთოს. ამ პროცესში აქტივისტებს ხელი შეუშალეს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.


Print