მარნეულის „ჯეო-ჰოსპიტალსი“-ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ახალი სერვისები -R
რეკლამა
მარნეულის „ჯეო-ჰოსპიტალსი“-ს მრავალპროფილურმა სამედიცინო ცენტრმა ლაპაროსკოპიული ოპერაციების ჩატარება დაიწყო. სამედიცინო დაწესებულებაში პირველი ოპერაცია მოწვეულმა ქირურგმა, ლევან წამალაიძემ ჩაატარა. ლაპაროსკოპია დამზოგველ მეთოდად მიიჩნევა, რომელსაც ღია მიდგომასთან შედარებით, ბევრი უპირატესობა აქვს.
„ეს ყველაფერი ნიშნავს ნაკლებ ტრამვატიზმს, ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში ხანმოკლე დაყოვნების პერიოდს, ნაკლებ ტკივილს და ზოგადად, ითვლება დამზოგველ ჩარევებად. მომავალშიც იგეგმება სხვადასხვა მასშტაბის, სხვადასხვა სირთულის ოპერაციების წარმოება „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს კლინიკაში“ - ამბობს ლევან წამალაიძე

როგორც „ჯეო-ჰოსპიტალს“-ის მარნეულის მრავალპროფილური კლინიკის ხელმძღვანელი, ნინო კობერიძე ამბობს, მათი სამედიცინო დაწესებულების პრიორიტეტია მოსახლეობას სერვისზე ხელმისაწვდომობა ადგილობრივად შეეძლოთ. 

„ჩვენი კლინიკა ორიენტირებულია პაციენტებისათვის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისების ადგილზე ხელმისაწვდომობაზე. ჩვენს პაციენტებს ვანებივრებთ და ბენეფიტად ვთავაზობთ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ ექიმებს“ - თქვა ნინო კობერიძემ

გთავაზობთ სერვისების ჩამონათვალს, რაც მარნეულის „ჯეო-ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო დაწესებულებას აქვს:
  • სტაციონარული მომსახურეობა/24 საათიანი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
  • ინტენსიური თერაპია
  • კარდიოლოგია/კორონაროგრაფია/სტენდირება
  • თერაპია
  • ნევროლოგია
  • პედიატრია
  • ქირურგია/ლაპარასკოპიული, ქირურგია/ანგიოქირურგია
  • ონკოლოგია/ ონკო მამოლოგია
  • ორთოპედია/ტრამვატოლოგია
  • ოტორინოლარინგოლოგია (ყელყური)
  • 24 საათიანი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია
  • ციფრული რენტგენი
  • ულტრასონოგრაფია, დოპლერი
  • ენდოსკოპია
  • კომპიუტერული ტომოგრაფია
რადიო "მარნეული"
Print