მეორე ქესალოში კაცი მოკლეს
მარნეულის სოფელ მეორე ქესალოს მკვიდრებს შორის დაპირისპირებას ერთი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორ კაცს შორის დაპირისპირება 14 ივლისს მოხდა.

რადიო „მარნეულს“ სოფელ კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ასიფ იუზბაშოვმა განუცხადა, რომ გარდაცვლილი და მკვლელი შორეული ნათესავები იყვნენ მათ შორის დაპირისპირება კი, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთზე დავამ გამოიწვია.

დაპირისპირების დროს 50 წლამდე კაცმა 60 წლამდე კაცი დაჭრა. დაჭრილი რუსთავის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც დღეს, 15 ივლისს, გარდაიცვალა.

რადიო „მარნეული“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან ელოდება პასუხს თუ რა მუხლითაა მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება და დააკავეს თუ არა დამნაშავე.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები