მარნეული-ლომთოგორა-ალგეთის ახლადდაგებული ასფალტის საფარი უკვე დაზიანდა (FOTO)
ბზარები, ჩამონგრევები, ორმოები - ასეთი სურათი გვხვდება მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზაზე, რომელის დაგებაც ჯერ კიდევ არაა დასრულებული. დაზიანებული ასფალტის საფარი მძღოლებს პრობლემებს უქმნის. ისინი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ გზის მშენებლობის დაწყებამ ძალიან გაახარათ, მაგრამ წუხან, რომ გზა, რომლის ბოლომდე დაგებაც ჯერ დასრულებული არაა, უკვე გაფუჭდა.

„ეს გზა რომ დააგეს რეგიონში მოსახელობას, ასევე მეც, ძალიან გაუხარდა. ვიფიქრე 30-50 წელი ეს გზა კარგ მდგომარეობაში იქნება თქო. ჩვენც და ჩვენს მერე მოსულ თაობასაც ეყოფა. სამწუხაროა, რომ გზა ჯერ ბოლომდე არაა გარემონტებული და უკვე ასეთ მდგომარეობაშია. გზა შუაში ჩამოინგრა. ძალიან ცუდ დღეშია. 55 წლის ვარ, ასეთი გზის დაგება არ მინახავს. ახლად აშენებული გზა როგორ შეიძლება ასეთ დღეშ ჩავარდეს. გთხოვთ, ამ საქმეს მიხედონ. თავიდან გაარემონტონ ეს გზა, რამე გააკეთონ. გზა ძალიან ცუდ დღეშია. მე დღეგამოშვებით მიწევს ამ გზით სარგებლობა“, – აცხადებს მძღოლი

გზის მშნებელობა 2021 წელს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ასფალტის საფარის დაგებული ნაწილებში დაზიანებები აღინიშნება. მწყემსები, რომლებსაც გზის ამ ტერიტორიაზე საქონელი გადაყავთ აცხადებენ, რომ გზის დაზიანების გამო აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა ხშირად ხდება.

„ჩვენ აქ საქონელი გაგვყავს ხოლმე. ერთხელ შორიდან დავინახეთ, რომ დატვირთული ცემენტის მანქანა, კამაზი მოდიოდა. გზა გაფუჭებული რომაა გვერდზე გადავიდა და მანქანა გადმოატრიალა. სადაც ნახავ ორმოებია, გზა გაფუჭდა. ერთმა მძღოლმა არ იცოდა ამის შესახებ, პირდაპირ მოდიოდა ჩემსკენ და კინაღამ დამეჯახა“, – ამბობს მწყემსი.

მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა 15 კილომეტრის სიგრძისაა და ის საერთაშორისო მნიშვნელობის, თბილისი-წითელი ხიდის, ავტომაგისტრალს უკავშირდება. აღნიშნული გზის მეშვეობით უფრო ნაკლებ დროშია შესაძლებელი მარნეულიდან რუსთავში მოხვედრაც. საგზაო პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12,6 მილიონ ლარს შეადგენს. გზის მშენებლობის სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.

რადიო "მარნეული"

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print