მარნეულის საბავშვო ბაღების აღმზრდელებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები უტარდებათ
მარნეულში საბავშვო ბაღების აღმზრდელებს სტატუსის შესაცვლელად ტრენინგები უტარდებათ. 20 ტრენინგ-მოდულისათვის მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 4 950 ლარი გამოყო. ჩვიდმეტი დღის განმავლობაში,  22 აღმზრდელისათვის 66 აკადემიური საათის ჩატარების ვალდებულება  შპს „მწვანე ალუბალი“,-მ აიღო. გაერთიანებამ გამარტივებული შესყიდვა სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციასთან გააფორმა.

როგორც მარნეულის ბაგა ბაღების ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვი ამბობს, აღმზრდელების გადამზადების მთავარი მიზანი სხვადასხვა  უნარ-ჩვევების შეძენა,  ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა და აღმზრდელებისათვის აღმზრდელი-პედაგოგის სტატუსის მინიჭებაა. ტრენინგების გავლის შემდეგ თანამშრომლებს გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. 



"ახალი სტანდარტის შესაბამისად, ყველა აღმზრდელმა უნდა გაიაროს 66 საათიანი ტრენინგ-მოდული. გასულ წელს დავიწყეთ და 14-მა თანამშრომელმა გაიარა, ახლა 22 გადის. ტრენინგების ბოლოს იქნება გამოცდები და აიღებ სერტიფიკატებს აღმზრდელი პედაგოგი. სტატუსი შეეცვლებათ და იქნებიან არა აღმზრდელები, არამდ, აღმზრდელი პედაგოგები. ბაღების ავტორიზაციის შემდეგ, ყველა ჯგუფში უნდა იყოს ერთი აღმზრდელი პედაგოგი და აღმზრდელის თანაშემწე. სტანდარტის შესაბამისად ყველა ჯგუფში, 15 ბავშვზე უნდა იყოს ერთი აღმზრდელი პედაგოგი
- ანუ ორი თანამშრომელი უნდა იყოს 30 ბავშვიან ჯგუფში" -
ამბობს ზაურ ქარამოვი

ზაურ ქარამოვის თმით, ტრენინგების ჩატარება მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა წელს გადამზადებული პედაგოგები მხოლოდ 50%-ს შეადგენენ. ახალი ვალდებულების მიხედვით, სააღმზრდელო დაწესებულების 30 ბავშვიან ჯგუფში ყოველ თხუთმეტს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ერთი აღმზრდელი პედაგოგი. 

Print